14-წლიანი პაუზის შემდეგ, Trump Vodka-მ წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო

14-წლიანი პაუზის შემდეგ, Trump Vodka-მ წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა, გაყიდვაში Trump Vodka-ს ხელახალი ჩაშვების შესახებ განაცხადა. Trump Vodka, მილიარდერის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ტრამპების ოჯახის პირველი ოფიციალური პროდუქტია. ბრენდის წარმოების შეწყვეტიდან თითქმის 14 წლის შემდეგ, სასმელზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული Trump Vodka, რეკლამირებულია, როგორც „საუკეთესო ამერიკული სპირტიანი სასმელი“, ხოლო ბოთლის წინა მხარეს აშშ-ის დროშაა დატანილი. ეს არის Trump Organization-ის უახლესი პროდუქტი, რომელიც მოგების მიღებას ტრამპის ბრენდის შეერთებული შტატების იმიჯთან დაკავშირებით ცდილობს.

ვებსაიტზე წვრილი შრიფტით მითითებული ინფორმაციის თანახმად, მაიამიში დაფუძნებული კომპანია, სახელწოდებით 47 Spirits LLC, ლიცენზიით ტრამპის სახელს იყენებს. სასმელების მწარმოებელმა ნებართვა Trump Wine Marks LLC-სა და DTTM Operations LLC-სგან მიიღო – კომპანიებისგან, რომლებიც, ტრამპის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, სრულად აშშ-ის პრეზიდენტის საკუთრებაშია. 47 Spirits LLC დელავერში მაისში დარეგისტრირდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Trump Vodka-ს გამოშვება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2011 წელს შეწყდა. მიზეზად გაყიდვების კლება და დონალდ ტრამპსა და პროდუქტის მაშინდელ მომწოდებელ Drinks Americas-ს შორის არსებული დავა დასახელდა. ტრამპმა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, მოგვიანებით კომპანიას უჩივლა და $4.8-მილიარდიანი სარჩელი მოიგო.