პანდემიის შემდეგ საცხოვრებლად მსოფლიოში საუკეთესო და ნაკლებად სასურველი ქალაქების სია მნიშვნელოვნად შეიცვალა. Economist Intelligence Unit-ის ცხოვრების გლობალური ინდექსის თანახმად, ზემოხსენებული პერიოდის შემდეგ განათლების, ჯანდაცვის, კულტურული ღონისძიებებისა და ბევრი სხვა მიმართულებით ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
Economist Intelligence Unit-ის რეიტინგი, რომელიც 173 ქალაქს მოიცავს, შედგენილია ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: გარემოს სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და ეკოლოგიური გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა.
ინდექსის 2023 წლის საშუალო მონაცემი ბოლო 15 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზედიზედ მეორე წელია, საცხოვრებლად მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის სტატუსს ავსტრიის დედაქალაქი, ვენა იმსახურებს. რეიტინგში მეორე ადგილს კოპენჰაგენი, მესამე და მეოთხე პოზიციებს კი სიდნეი და მელბურნი იკავებენ.
აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ქალაქების ინდექსი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. მაგალითისათვის, ახალზელანდიური ველინგტონის ადგილი რეიტინგში 35 ერთეულით გაუმჯობესდა და 2023 წელს ქალაქმა 23-ე ადგილი დაიკავა. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოის პოზიცია რეიტინგში 20 ერთეულით გაუმჯობესდა და მან 129-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
საინტერესოა, რომ რეიტინგში ედინბურგის, მანჩესტერის, ლონდონის, ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს პოზიციები გაუარესდა. ჩინური ქალაქების პოზიციები კი უცვლელი დარჩა.
სოციალური უთანასწორობის, ტერორიზმისა და კონფლიქტების გამო მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ნაკლებად სასურველი ქალაქების სტატუსი კვლავ სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აქვთ.
წარმოგიდგენთ საცხოვრებლად საუკეთესო და ნაკლებად სასურველი ქალაქების რეიტინგს:
- ვენა, ავსტრია
- კოპენჰაგენი, დანია
- მელბურნი, ავსტრალია
- სიდნეი, ავსტრალია
- ვანკუვერი, კანადა
- ციურიხი, შვეიცარია
- კალგარი, კანადა
- ჟენევა, შვეიცარია
- ტორონტო, კანადა
- ოსაკა, იაპონია / ოკლენდი, ახალი ზელანდია
…
- დუალა, კამერუნი
- კიევი, უკრაინა
- ჰარარე, ზიმბაბვე
- დაკა, ბანგლადეში
- პორტ-მორსბი, პაპუა-ახალი გვინეა
- კარაჩი, პაკისტანი
- ლაგოსი, ნიგერია
- ალჟირი, ალჟირი
- ტრიპოლი, ლიბია
- დამასკო, სირია