კრიპტოვალუტები ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და ინოვაციური აქტივებია. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ტოკენი არსებობს, საერთო საბაზრო კაპიტალიზაციაში უდიდეს წილს მხოლოდ რამდენიმე მათგანი ფლობს. მათ შორის კი, 2.4 ტრილიონ დოლარზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაციით Bitcoin-ი ლიდერობს.
ახალი ტექნოლოგიებისა და წლების განმავლობაში კონკურენტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, Bitcoin-ი შექმნის დღიდან მოყოლებული კვლავ ფლაგმანურ აქტივად რჩება, მისი ფართოდ გამოყენებისა და ფიქსირებული მიწოდების სტრუქტურის გამო. მისი დომინირება ასევე ასახავს კრიპტოვალუტის მიმართ ძლიერ ინსტიტუციურ ინტერესს, რადგან Bitcoin-ი საინვესტიციო პორტფელებსა და ETF-ებში აქტივების ბევრ მმართველს შეაქვს.
519 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე ადგილს Ethereum-ი იკავებს. როგორც ჭკვიანი კონტრაქტების პლატფორმა, ის დეცენტრალიზებული ფინანსებისა (DeFi) და NFT-ეკოსისტემების დიდ ნაწილს მართავს. სხვა მოწინავე პლატფორმები, როგორიცაა Solana და Tron-ი, ასევე ტოპ-20-ში გვხვდება და თითოეულს მრავალმილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.
ეს პლატფორმები ერთმანეთს უფრო სწრაფი ტრანზაქციების და დაბალი საკომისიოების შეთავაზებაში ეჯიბრებიან, რათა დეცენტრალიზებული აპლიკაციების შემდეგი თაობის მთავარ დასაყრდენად, ხერხემლად იქცენენ.
Tether-ი და USD Coin-ი, ორი ყველაზე ცნობილი სტაბილური კრიპტოვალუტა, კრიპტოეკოსისტემაში ლიკვიდურობისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათი საბაზრო კაპიტალიზაცია ჯამურად 230 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
აქვე აღსანიშნავია, რომ Dogecoin-ი, რომელიც ინტერნეტკულტურიდან წარმოშობილი კრიპტოვალუტაა , ტოპ-10-ში 36 მილიარდი დოლარით იკავებს ადგილს.
CoinGecko-ს მონაცემებზე დაყრდნობით, გვთავაზობს ტოპ-20 კრიპტოვალუტას საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. მონაცემები 2025 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით დათვლილი.
№ | კრიპტოვალუტა | კაპიტალიზაცია (მლრდ) |
---|---|---|
1 | Bitcoin | $2,431 |
2 | Ethereum | $519 |
3 | XRP | $194 |
4 | Tether | $165 |
5 | Binance Coin | $114 |
6 | Solana | $100 |
7 | USDC | $65 |
8 | Lido Staked Ether | $38 |
9 | Dogecoin | $36 |
10 | Tron | $32 |
11 | Cardano | $30 |
12 | Wrapped stETH | $17 |
13 | Hyperliquid | $16 |
14 | Wrapped Bitcoin | $15 |
15 | Chainlink | $15 |
16 | Stellar | $14 |
17 | Sui | $14 |
18 | Wrapped Beacon ETH | $14 |
19 | Wrapped eETH | $12 |
20 | Bitcoin Cash | $11 |