ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 9.8%-ით გაიზარდა. 2017 წელს 7.9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, 2018 წელს კი 8.7 მილიონი. ყველაზე მეტი (1 424 610) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 1 404 757 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 1 268 886 ვიზიტორით.
2018 წელს ტურისტთა რაოდენობა (ანუ ის პირები, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა) 17%-ით გაიზარდა. 2017 წელს 4 069 354 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წელს 4 756 820.
უკვე ცნობილია 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რაც 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენს და 21%-ით (437 მილიონი დოლარით) მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2017 | 2018 | ცვლილება |
აზერბაიჯანი | 1,301,556 | 1,424,610 | 9.5% |
რუსეთი | 1,135,057 | 1,404,757 | 23.8% |
სომხეთი | 1,287,168 | 1,268,886 | -1.4% |
თურქეთი | 1,007,276 | 1,098,555 | 9.1% |
ირანი | 282,549 | 291,070 | 3.0% |
უკრაინა | 169,862 | 177,058 | 4.2% |
ისრაელი | 115,040 | 156,922 | 36.4% |
პოლონეთი | 48,913 | 66,903 | 36.8% |
გერმანია | 43,090 | 64,486 | 49.7% |
ბელარუსი | 42,149 | 60,241 | 42.9% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია