2021 წელი, ჩვენს პლანეტაზე მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო

2021 წელი, ჩვენს პლანეტაზე მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო

ევროკავშირის მეცნიერები აცხადებენ, რომ 2021 წელი მსოფლიოსთვის მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო. მეცნიერებზე დაყრდნობით, გასულ წელს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიოქსიდისა და მეთანის დონემ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.

1850 წლით დათარიღებული ჩანაწერებით, უკანასკნელი შვიდი წელი მსოფლიოში ყველაზე თბილი იყო. ევროკავშირის Climate Change Service-ის (C3S) მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საშუალო გლობალური ტემპერატურა 2021 წელს 1.1-1.2°C-ით აღემატებოდა 1850-1900 წლის დონეს. თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე ცხელი 2020 და 2016 წლები იყო.

2020 წელს პანდემიით გამოწვეული კლების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს CO2-ის გლობალური ემისიები 4,9%-ით გაიზარდა. ევროკავშირის მეცნიერთა ანგარიშზე დაყრდნობით, CO2-ის დონე ატმოსფეროში გასულ წელს 414,3ppm-ს გაუტოლდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება მეთანის დონეს, ის განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ზრდის ზუსტი მიზეზი კვლავ დაუდგენელია.

2015 წლის პარიზის შეთანხმებით, ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, გლობალური ტემპერატურის მატება 1.5°C-მდე შეზღუდონ, რაც, მეცნიერთა თქმით, მსოფლიოს დამღუპველ შედეგებს თავიდან აარიდებს. ვალდებულების შესასრულებლად კი  2030 წლისთვის ემისიების თითქმის განახევრებაა საჭირო, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგად, გასულ წელს მნიშვნელოვნად იმატა ამინდის ექსტრემალურ მოვლენათა შემთხვევებმაც და მთელი მსოფლიო მოიცვა, დაწყებული ევროპაში, ჩინეთსა და სამხრეთ სუდანში წყალდიდობებით, შეერთებულ შტატებსა და ციმბირში გახშირებული ტყის ხანძრებით დასრულებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *