2021 წლის საუკეთესო და ყველაზე ცუდი საპენსიო სისტემები

2021 წლის საუკეთესო და ყველაზე ცუდი საპენსიო სისტემები

სამშაბათს  Mercer CFA Institute–მა გლობალური საპენსიო ინდექსის კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა.  კვლევაში, რომელიც სამ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს ითვალისწინებდა, (ADEQUACY, SUSTAINABILITY, INTEGRITY), 43 ქვეყნის საპენსიო სისტემა იყო ჩართული.

Mercer CFA Institute– ის გლობალური საპენსიო ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო საპენსიო სისტემა ისლანდიას აქვს. ანგარიშის მიხედვით, ისლანდიაში დემოკრატიული მმართველობა პენსიონერებს დიდ სარგებელს ჰპირდება, ამასთან ამ ქვეყანაში პენსიის მოცულობა საკმაოდ მაღალია.

Mercer CFA Institute–ის გლობალური საპენსიო ინდექსი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ის ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ამზადებენ ქვეყნები ასაკოვან მოსახლეობას პენსიაზე გასვლისთვის.

გლობალური საპენსიო ინდექსის მიხედვით, წელს მეორე და მესამე პოზიციას ნიდერლანდები და დანია იკავებს, მაშინ როდესაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისინი მუდმივად პირველ ადგილს იკავებდნენ. ანგარიშის მიხედვით, ისლანდიას, ნიდერლანდებსა და დანიას მსოფლიოში ყველაზე კარგი საპენსიო სისტემა აქვს.

საუკეთესო საპენსიო სისტემის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • ისლანდია – 84.2 ქულა
  • ნიდერლანდები­­­ – 83.5 ქულა
  • დანია – 82 ქულა
  • ისრაელი – 77.1 ქულა
  • ნორვეგია – 2 ქულა
  • ავსტრალია – 75  ქულა
  • ფინეთი – 73.3 ქულა
  • შვედეთი – 9 ქულა
  • დიდი ბრიტანეთი –  6 ქულა
  • სინგაპური – 70.7  ქულა

Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული შეზღუდვის გამო წელს 11 ქვეყნის ეკონომიკური შედეგების სარეიტინგო ქულა შემცირდა.  ამჟამინდელი ეკონომიკური გარემო – ხელფასების შემცირება, ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთი და აქტივების მრავალ კლასში შემოსავლების შემცირება, დამატებით ფინანსურ ზეწოლას ახდენს საპენსიო შემოსავლების არსებულ სისტემებზე, აღნიშნულია მოხსენებაში.

43 ქვეყნის საპენსიო სისტემის შედარების შედეგად ბოლო ადგილზე ტაივანია, რომელსაც  ოდნავ უსწრებს არგენტინა და ფილიპინები. ანგარიშის მიხედვით, მათ საპენსიო სისტემებს ბევრი მნიშვნელოვანი სისუსტე გააჩნიათ, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია.

წინა წელთან შედარებით პოზიციები გაიუმჯობესა დიდმა ბრიტანეთმა (მე–9 ადგილი) და ჩინეთმა (28–ე ადგილი). პოზიციის გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად გასულ წელს ჩატარებული საპენსიო რეფორმის შედეგია. რას შეეხება აშშ–ს, ის ამ რეიტინგში  მე-19  პოზიციაზეა. აშშ–ს თავისი სარეიტინგო ქულის ზრდა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ გაზრდის მინიმალური პენსიის მოცულობას ყველაზე დაბალშემოსავლიანი პენსიონერებისათვის.

„გამოწვევების მიუხედავად, ახლა არ არის დრო, რომ ხელი შევუწყოთ საპენსიო რეფორმას – ფაქტობრივად, დროა, დავაჩქაროთ ის“, – განაცხადა დევიდ ნოქსმა, Mercer– ის უფროსმა პარტნიორმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *