2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 17.3%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 17.3%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1.59 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3%-ით მეტია.

2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0%-ით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6%-ით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.9%-ით გაიზარდა და 86.9% შეადგინა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1.55 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3%-ით მეტია.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 22.0%-ით გაიზარდა და 1 413.6 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 21.7%-ით გაიზარდა და 420.7 ლარს გაუტოლდა.