2022 წელს საქართველოს მშპ-ის მოცულობა 20.4%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს მშპ-ის მოცულობა 20.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს მიმდინარე ფასებში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 72.256 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2021 წელთან შედარებით 20.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, 2021 წელთან შედარებით რეალური მშპ-ის ზრდამ 10.4% შეადგინა. საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 9.1%-ით განისაზღვრა. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 10.3% შეადგინა.

გასულ წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 19 465.5 ლარს გაუტოლდა. შედარებისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს 16 179.5 ლარს შეადგენდა.

გასული წლის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (59.1 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (24.7 პროცენტი), მშენებლობა (16.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (10.5 პროცენტი), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (29.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (14.6 პროცენტი).

კლება კი შემდეგ დარგებში აღინიშნა: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7 პროცენტი).