2022 წელს თურქეთმა ექსპორტზე $4.4 მილიარდის სამხედრო იარაღი გაიტანა

2022 წელს თურქეთმა ექსპორტზე $4.4 მილიარდის სამხედრო იარაღი გაიტანა

გასულ წელს თურქეთმა ექსპორტზე 4.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა გაიტანა, რაც ქვეყნის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

ამჟამად იმპორტზე თურქეთის თავდაცვის ძალების მხოლოდ 20%-ია დამოკიდებული, 2000-იანი წლების დასაწყისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთი სულ უფრო აქტიურად ანაცვლებს უცხოურ მომწოდებლებს ადგილობრივი წარმოებით.

იარაღის კვლევასა და განვითარებაზე (R&D) თურქეთი ყოველწლიურად თითქმის 1.5 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია.

განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა 2022 წელს თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებსა და დრონებზე დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, თურქული Baykar Bayraktar TB3 ნამდვილ გლობალურ სენსაციად იქცა.

სამხედრო ექსპორტზე საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა კომპანია Baykar-ის უახლეს ფლაგმანურ დრონთან, Kizilelma-სთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და აღნიშნა, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი თურქული სამხედრო წარმოების საამაყო მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *