2022 წლის Emmy Awards-ის ნომინანტები ცნობილია

2022 წლის Emmy Awards-ის ნომინანტები ცნობილია

ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy Awards-ის ნომინანტები ცნობილია. წლევანდელი „ემი“ განსაკუთრებით წარმატებული სერიალებისთვის –  „მემკვიდრეობა“, „ტედ ლასო“ და „თეთრი ლოტოსი“ აღმოჩნდა. პირველმა მათგანმა Emmy Awards-ის 25 ნომინაცია მიიღო, მეორემ და მესამე კი – 20-20. 17-17 ნომინაცია მოიპოვეს სატელევიზიო სერიალებმა – „ხრიკები“ და „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“.

აღსანიშნავია, რომ პირველად „ემის“ ჯილდო 1949 წლის 25 იანვარს გაიცა, წელს კი დაჯილდოების რიგით 74-ე ცერემონია 12 სექტემბერს გაიმართება.

წარმოგიდგენთ 2022 წლის Emmy Awards-ის ნომინანტებს ტოპ-კატეგორიებში:

გამორჩეული დრამატული სერიალი:

„უმჯობესია, დაურეკოთ სოლს“

„ეიფორია“

„ოზარკი“

„იზოლაცია“

„კალმარის თამაში“

„უცნაური ამბები“

„მემკვიდრეობა“

„კრაზანები“

გამორჩეული კომედიური სერიალი:

„ებოტის დაწყებითი სკოლა“

„ბარი“

„შეაჩერე შენი ენთუზიაზმი“

„ხრიკები“

„საოცარი მისის მეიზელი“

„მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“

„ტედ ლასო“

„რას ვაკეთებთ სიბნელეში“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში:

ბრაიან კოქსი, „მემკვიდრეობა“

ლი იუნგ-ჯე, „კალმარის თამაშები“

ბობ ოდენკირკი, „უმჯობესია, დაურეკოთ სოლს“

ადამ სკოტი, „იზოლაცია“

ჯერემი სტრონგი, „მემკვიდრეობა“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში:

ჯოდი კომერი, „ევას მკვლელობისას“

ლორა ლინი, „ოზარკი“

მელანი ლინსკი, „კრაზანები“

სანდრა ოუ, „ევას მკვლელობისას“

რიზ უიზერსპუნი, „დილის შოუ“

ზენდაია „ეიფორია“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში:

ნიკოლას ბრაუნი, „მემკვიდრეობა“

ბილი კრუდაპი, „დილის შოუ“

კირან კალკინი, „მემკვიდრეობა“

პარკ ჰე-სუ, „კალმარის თამაში“

მეთიუ მაკფადენი, „მემკვიდრეობა“

ჯონ ტურტურო, „იზოლაცია“

კრისტოფერ უოკენი, „იზოლაცია“

ო იონ-სუ, „კალმარის თამაში“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში:

პატრიცია არკეტი, „იზოლაცია“

ჯულია გარნერი, „ოზარკი“

ჩონ ჰო-იონი, „კალმარის თამაში“

კრისტინა რიჩი, „კრაზანები“

რეი სიჰორნი, „უმჯობესია, დაურეკოთ სოლს“

ჯეი სმიტ-კამერონი, „მემკვიდრეობა“

სარა სნუკი, „მემკვიდრეობა“

სიდნი სვინი, „ეიფორია“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში:

დონალდ გლოვერი, „ატლანტა“

ბილ ჰეიდერი, „ბარი“

ნიკოლას ჰოლტი, „დიადი“

სტივ მარტინი, „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“

მარტინ შორტი, „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“

ჯეისონ სუდეიკისი, „ტედ ლასო“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში:

რეიჩელ ბროსნაჰენი, „საოცარი მისის მეიზელი“

კუინტა ბრანსონი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“

კეილი კუოკო, „ბორტგამცილებელი“

ელ ფენინგი, „დიადი“

ისა რეი, „თეთრი ყვავი“

ჯინ სმარტი, „ხრიკები“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში:

ენტონი კერიგანი, „ბარი“

ბრეტ გოლდსტაინი, „ტედ ლასო“

ტოიბ ჯიმო, „ტედ ლასო“

ნიკ მოჰამედ, „ტედ ლასო“

ტონი შალუბი, „საოცარი მისის მეიზელი“

ტაილერ ჯეიმს უილიამსი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“

ჰენრი უინკლერი, „ბარი“

ბოუენ იანგ, „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში:

ალექს ბორშტეინი, „საოცარი მისის მეიზელი“

ჰანა აინბინდერი, „ხრიკები“

ჯანელ ჯეიმსი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“

კეიტ მაკინონი, „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“

სარა ნაილსი, „ტედ ლასო“

შერილ ლი რალფი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“

ჯუნო ტემპლი, „ტედ ლასო“

ჰანა ვედინგჰემი, „ტედ ლასო“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *