2022 წლის ტოპ-10 მაღალშემოსავლიანი ფილმი

2022 წლის ტოპ-10 მაღალშემოსავლიანი ფილმი

კორონავირუსის პანდემიის გავლენიდან თავის დაღწევის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი კინოინდუსტრიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ამას ისიც მოწმობს, რომ 2022 წელს გამოსული ფილმებიდან ერთმა, Avatar: The Way of Water-მა $2-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოსურათების ტოპ-10-ეულში შესვლა შეძლო. ბოლო მონაცემებით, ის ჩამონათვალში მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა, ვინაიდან ფილმის ჩვენება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სიაში Avatar 2-ის დაწინაურებას კიდევ უნდა ველოდოთ.

Avatar: The Way of Water-ის მიერ მიღწეული წარმატების წყალობით ჯეიმს კამერონი გახდა პირველი რეჟისორი, რომლის სამმა ფილმმა გლობალური შემოსავლებით $2-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა. Avatar-ის ორივე ნაწილთან ერთად ის ასევე არის 1997 წელს გამოსული Titanic-ის რეჟისორიც, რომლის მიერ მიღებული გლობალური შემოსავალი $2.195 მილიარდს შეადგენს. აქვე გეტყვით, რომ Avatar-ის პირველი ნაწილის ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა $2.923 მილიარდს უტოლდება და ამ შედეგით ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.

გარდა ზემოთქმულისა, Avatar: The Way of Water-ის მიერ ნაჩვენები შედეგის მეშვეობით, ზოი სალდანა გახდა პირველი მსახიობი, რომელსაც შემოსავლების კუთხით $2-მილიარდიანი ნიშნულის გადამლახავ ოთხ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. Avatar-ის ორ ნაწილთან ერთად, ეს კინოსურათებია: Avengers: Infinity War-ი ($2.052 მილიარდი) და Avengers: Endgame-ი ($2.798 მილიარდი).

2022 წლის მეორე, საკმაოდ წარმატებული ფილმი, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული Top Gun: Maverick-ია, რომელმაც შემოსავლებით $1-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა. ეს კინოსურათი გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი, რომელშიც კრუზს მონაწილეობა აქვს მიღებული. ცნობისთვის, ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ჩამონათვალში Top Gun: Maverick-ი ამჟამად მე-12 ადგილს იკავებს.

გასულ წლის ფილმებიდან მსოფლიო კინოთეატრების სალაროებში ბილეთების გაყიდვით $1-მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა კიდევ ერთმა კინოსურათმა, Jurassic World: Dominion-მა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს გამოსული ფილმებიდან გლობალური შემოსავლების თვალსაზრისით ტოპ-10-მა კინოსურათმა საერთო ჯამში 9.9 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო.

წარმოგიდგენთ 2022 წლის ტოპ10 მაღალშემოსავლიან ფილმს:

#1 Avatar: The Way of Water

შემოსავალი: $2,028,256,415

ბიუჯეტი: $350-$460 მილიონი

#2 Top Gun: Maverick

შემოსავალი: $1,488,732,821

ბიუჯეტი: $170 მილიონი

#3 Jurassic World: Dominion

შემოსავალი: $1,001,978,080

ბიუჯეტი: $165-$185 მილიონი

#4 Doctor Strange in the Multiverse of Madness

შემოსავალი: $955,775,804

ბიუჯეტი: $200 მილიონი

#5 Minions: The Rise of Gru

შემოსავალი: $939,628,210

ბიუჯეტი: $80 მილიონი

#6 Black Panther: Wakanda Forever

შემოსავალი: $840,239,879

ბიუჯეტი: $250 მილიონი

#7 The Batman

შემოსავალი: $770,945,583

ბიუჯეტი: $185-$200 მილიონი

#8 Thor: Love and Thunder

შემოსავალი: $760,928,081

ბიუჯეტი: $250 მილიონი

#9 Water Gate Bridge

შემოსავალი: $626,571,697

ბიუჯეტი: უცნობი

#10 Moon Man

შემოსავალი: $460,237,662

ბიუჯეტი: უცნობი

 

მონაცემები აღებულია boxofficemojo.com-იდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *