2023 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 2 მლრდ ლარი დახარჯეს

2023 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 2 მლრდ ლარი დახარჯეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აქედან 2.2 მილიონი რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები იყო, რაც 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1.4 მილიონი შეადგინა (43.9%-ით მეტი).

2023 წელს ვიზიტები შემდეგი მიზნით განხორციელდა:

  • საყიდლები – 796.3 ათასი (35.4%);
  • მეგობრების/ნათესავების მონახულება – 726.3 ათასი (32.3%);
  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 316.7 ათასი (14.1%);
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 280.8 ათასი (12.5%);
  • მკურნალობა, გაჯანსაღება – 65.1 ათასი (2.9%);
  • სხვა – 61.6 ათასი (2.7%).

აღსანიშნავია, რომ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (1 მილიონი) და სომხეთზე (349.0 ათასი) მოდის.

წყარო: საქსტატი

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა.

ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ გაწეული ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია:

  • საყიდლები – 853.3 მლნ (41.9%);
  • საკვები და სასმელი – 501.9 მლნ (24.6%);
  • განთავსება – 339.6 მლნ (16.7);
  • ადგილობრივი ტრანსპორტი – 189.6 მლნ (9.3%);
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები  – 90.9 მლნ (4.5%);
  • სხვა – 61.8 მლნ (3%).