2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9% შეადგინა, ხოლო წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

წყარო: საქსტატი