2023 წლის Oscars-ის გამარჯვებულები ცნობილია

2023 წლის Oscars-ის გამარჯვებულები ცნობილია

ახლახან კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, Oscars-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. რიგით 95-ე დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ჯიმი კიმელი გაუძღვა, ტრადიციულად, ჰოლივუდში მდებარე „დოლბის“ თეატრში გაიმართა.

წელს ყველაზე მეტი, შვიდი ოსკარი, ფილმმა Everything Everywhere All At Once მოიპოვა. შეგახსენებთ, ის ჯილდოზე 11 კატეგორიაში იყო ნომინირებული.

პირველი ოსკარების მოპოვება შეძლებს მსახიობებმა: მიშელ იომ (Everything Everywhere All At Once); ბრენდან ფრეიზერი (The Whale); ჯეიმი ლი კერტისმა (Everything Everywhere All At Once) და კი ქუანმა (Everything Everywhere All At Once).

აღსანიშნავია, რომ მიშელ იო არის პირველი აზიელი ქალი, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარის მოგება შეძლო. მას ჯილდო ჰელი ბერიმ გადასცა, პირველმა შავკანიანმა ქალმა, რომელმაც ამ კატეგორიაში პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება შეძლო.

წარმოგიდგენთ 2023 წლის Oscars-ის სხვადასხვა კატეგორიის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს: 

საუკეთესო ფილმი
  • All Quiet on the Western Front
  • Avatar: The Way Of Water
  • The Banshees of Inisherin
  • Elvis
  • Everything Everywhere All At Once / გამარჯვებული
  • The Fabelmans
  • Tár
  • Top Gun: Maverick
  • Triangle of Sadness
  • Women Talking
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
  • ქეით ბლანშეტი (Tar)
  • ანა დე არმასი (Blonde)
  • ანდრეა რაიზბორო (To Leslie)
  • მიშელ უილიამსი (The Fabelmans)
  • მიშელ იო (Everything Everywhere All At Once) / გამარჯვებული
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
  • ოსტინ ბატლერი (Elvis)
  • კოლინ ფარელი (The Banshees of Inisherin)
  • ბრენდან ფრეიზერი (The Whale) / გამარჯვებული
  • პოლ მესკალი (Aftersun)
  • ბილ ნაი (Living)
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
  • ანჯელა ბასეტი (Black Panther: Wakanda Forever)
  • ჰონგ ჩაუ (The Whale)
  • კერი კონდონი (The Banshees of Inisherin)
  • ჯეიმი ლი კერტისი (Everything Everywhere All At Once) / გამარჯვებული
  • სტეფანი შუ (Everything Everywhere All At Once)
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
  • ბრენდან გლისონი (The Banshees of Inisherin)
  • ბრაიან ტაირი ჰენრი (Causeway)
  • ჯად ჰირში (The Fabelmans)
  • ბარი კიოგენი (The Banshess of Inisherin)
  • კი ქუანი (Everything Everywhere All At Once) / გამარჯვებული
საუკეთესო რეჟისორი
  • მარტინ მაკდონა (The Banshees of Inisherin)
  • დენიელ კუანი, დენიელ შაინერტი (Everything Everywhere All At Once) / გამარჯვებული
  • სტივენ სპილბერგი (The Fabelmans)
  • ტოდ ფილდი (Tar)
  • რუბენ ოსტლუნდი (Triangle of Sadness)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
  • All Quiet on the Western Front
  • Glass Onion: A Knives Out Mystery
  • Living
  • Top Gun: Maverick
  • Women Talking / გამარჯვებული
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
  • The Banshees of Inisherin
  • Everything Everywhere All At Once / გამარჯვებული
  • The Fabelmans
  • Tár
  • Triangle of Sadness
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
  • Guillermo del Toro’s Pinocchio / გამარჯვებული
  • Marcel the Shell With Shoes On
  • Puss in Boots: The Last Wish
  • The Sea Beast
  • Turning Red
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • All That Breathes
  • All The Beauty And The Bloodshed
  • Fire Of Love
  • A House Made Of Splinters
  • Navalny / გამარჯვებული
საუკეთესო საერთაშორისო ფილმი
  • All Quiet on the Western Front / გამარჯვებული
  • Argentina
  • 1985
  • Close
  • EO
  • The Quiet Girl
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა ფილმისთვის
  • ვოლკერ ბერტელმანი / All Quiet on the Western Front / გამარჯვებული
  • ჯასტინ ჰარვიცი / Babylon
  • კარტერ ბერველი / The Banshees of Inisherin
  • Son Lux / Everything Everywhere All At Once
  • ჯონ უილიამსი / The Fabelmans
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა ფილმისთვის
  • Applause / Tell It Like A Woman
  • Hold My Hand / Top Gun: Maverick
  • Lift Me Up / Black Panther: Wakanda Forever
  • Naatu Naatu / RRR / გამარჯვებული
  • This Is a Life / Everything Everywhere All At Once
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *