2023 წლის ტოპ-5 მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

2023 წლის ტოპ-5 მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

2023 წლის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,671,016 მგზავრს მოემსახურა. ეს 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით გაზრდილი მონაცემია.

ამასთანავე, გასული წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მთლიანობაში 5,040 რეისი შესრულდა. ამ შემთხვევაში კი 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 57%-ით არის გაზრდილი.

საინტერესოა, რომელი მიმართულებები იყო გასულ წელს ყველაზე პოპულარული. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ამ კუთხით არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი ლიდერობს 147,574 მგზავრით. აღსანიშნავია, რომ ტოპ-5 მიმართულებიდან პოლონეთს ორი წარმომადგენელი ჰყავს – ვარშავა 122,352 მგზავრით მეორე ადგილზეა, მესამე პოზიციას კი კატოვიცე 79,877 მგზავრით იკავებს.

სიაში მეოთხე ადგილზე კვიპროსში მდებარე ქალაქი ლარნაკაა, სადაც გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მთლიანობაში 78,613 ადამიანი გაემგზავრა. ტოპ-5-ეულს კი საბერძნეთის დედაქალაქი ათენი 72,542 მგზავრით ასრულებს.