UBS-ის 2025 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს თითქმის 400 000 ამერიკელი გახდა მილიონერი. თუ ამ რიცხვს დღეებზე გავანაწილებთ, გამოდის, რომ 2024 წელს მილიონერის სტატუსს ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ამერიკელი იღებდა.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს აშშ-ში მილიონერების რაოდენობამ 24 მილიონს მიაღწია, რაც მსოფლიოს 60 მილიონი მილიონერი მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მილიონერების რაოდენობით მეორე ადგილი კონტინენტურ ჩინეთს უკავია, 6.3 მილიონი მილიონერით. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მათი რიცხვი დღეში დაახლოებით 380 ადამიანით ანუ 2.3%-ით გაიზარდა.
2024 წელს მსოფლიოში 680 000-ზე მეტი ადამიანი გახდა ახალი მილიონერი – 1.2%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით. თუმცა მილიარდერების რაოდენობა მხოლოდ ოდნავ გაიზარდა და 2.9 მილიონს მიაღწია.
2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო სიმდიდრის დაახლოებით 35% ეჭირა, ხოლო კონტინენტურ ჩინეთს, მისი მოსახლეობის სიდიდის ხარჯზე – დაახლოებით 20%.