2024 წელს საქართველოში 43,971 ადამიანი გარდაიცვალა - 2023 წელთან შედარებით 2.8%-ით მეტი

2024 წელს საქართველოში 43,971 ადამიანი გარდაიცვალა - 2023 წელთან შედარებით 2.8%-ით მეტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 43,971 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 2023 წლის მონაცემთან შედარებით, 1 215 ერთეულით, 2.8%-ით მეტია.

გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები ჭარბობს, რომლებზეც გარდაცვლილთა შესაბამისად, 41.3% და 13.0% მოდის. რაოდენობრივად ეს პროცენტული მაჩვენებლები 18, 159 და 5,720 ერთეულის ეკვივალენტია.

2024 წელს გარდაცვალების კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები იყო. მასზე 3 641 გარდაცვალების შემთხვევა (8.3%) მოდის.

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.914 მილიონი ადამიანი შეადგინა, საიდანაც 2.078 მილიონი (53%) ქალია, ხოლო 1.836 მილიონი (47%) – კაცი.