2024 წლის ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო მოდელები

2024 წლის ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო მოდელები

ავტომწარმოებლებს შორის არსებული რბოლა ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო მოდელის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, 2024 წელს Tesla-ს, კერძოდ კი Model Y-ის გამარჯვებით დასრულდა. გასულ წელს ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა 1.09 მილიონი ერთეული Model Y-ის გაყიდვა შეძლო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ამ ტიტულის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მფლობელი Toyota Corolla კი გასულ წელს მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი აღმოჩნდა. იაპონელებმა მხოლოდ 10,000 ერთეულით ნაკლები Corolla გაყიდეს, რაც საუკეთესოს სტატუსის დასაკარგად საკმარისი აღმოჩნდა. 2024 წელს Toyota-მ ათეულში სამი ადგილის მოპოვება შეძლო. მეტიც, სამეულში 2 პოზიციას სწორედ Toyota-ს მოდელები იკავებს. მესამე პოზიციაზე 1.02 მილიონი ერთეული გაყიდული ავტომობილით Toyota RAV4 იმყოფება.

მთლიანობაში ათეულს ამერიკული და იაპონური ავტომობილები ლიდერობენ. ხუთეულში სამი იაპონური ავტომობილი, ორი კი ამერიკული მოდელი გვხვდება. ათეულში კი 7 პოზიციას სწორედ ეს ორი სახელმწიფო იყოფს.

მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გასულ წელს Ford-ის საკულტო პიკაპი, F-150 აღმოჩნდა. მომხმარებლებმა წლის განმავლობაში 900 ათასი ერთეული აღნიშნული მოდელის ავტომობილი შეიძინეს. რეიტინგის მეხუთე ადგილს კი 740 ათასი ერთეულით კვლავ იაპონური Honda CR-V იკავებს.

ათეულში გვხვდება ერთადერთი სამხრეთკორეული მოდელი, Hyundai Tucson-ი, ერთადერთი ჩინური BYD Song-ი და ერთადერთი ევროპული, კერძოდ კი გერმანული მოდელი Volkswagen Tiguan-ი.

რეიტინგიბრენდიმოდელიქვეყანაგაყიდვები 2024-ში
1TeslaModel Yაშშ1,090,000
2ToyotaCorollaიაპონია1,080,000
3ToyotaRAV4იაპონია1,020,000
4FordF-150აშშ900,000
5HondaCR-Vიაპონია740,000
6ChevroletSilveradoაშშ640,000
7HyundaiTucsonსამხრეთი კორეა610,000
8ToyotaCamryიაპონია580,000
9BYDSongჩინეთი570,000
10VolskwagenTiguanგერმანია540,000