2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურნეები

2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურნეები

Visual Capitalist-მა 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურნეების სია გამოაქვეყნა. რეიტინგი ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მიხედვით არის შედგენილი და Pollstar-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა. გაყიდვები 2023 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდშია დაანგარიშებული.

2024 წელს ბილეთების გაყიდვიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალით, რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი ტეილორ  სვიფტის Eras Tour-ია. მის მიერ მიღებული შემოსავალი მეორე ადგილზე მყოფი Coldplay-ის ტურნეს შემოსავალს ორჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ Eras Tour-ი არა მხოლოდ 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ტურნე იყო, არამედ ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ტურნეცაა. საერთო ჯამში, 149 შოუსგან შემდგარმა ტურნემ 2023 და 2024 წლებში ბილეთების გაყიდვიდან 2.08 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა P!NK-ისთვის, ლუის მიგელისა და ბრიუს სპრინგსტინისთვისაც – თითოეულმა 2024 წლის ტურნედან ბილეთების გაყიდვით 250 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი დააგენერირა.

ისეთი ისტორიული შემსრულებლები, როგორიცაა The Rolling Stones-ი, Metallica და Madonna, კვლავ უამრავ მაყურებელს იზიდავენ და, შესაბამისად, ტოპ-10-საც ავსებენ ისეთი ახალი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან Bad Bunny და ზაკ ბრაიანი.

რეიტინგიშემსრულებელიტურნეთანხა ბილეთების გაყიდვებიდან
1ტეილორ სვიფტიThe Eras Tour$1,043,421,552
2ColdplayMusic of the Spheres World Tour$421,713,321
3P!NKSummer Carnival Tour$367,303,699
4ლუის მიგელიLuis Miguel Tour 2023–24$261,521,187
5ბრიუს სპრინგსტინი და The E Street BandBruce Springsteen and the E Street Band 2023–2025 Tour$251,296,432
6The Rolling StonesThe Stones Tour ’24 – Hackney Diamonds$235,007,193
7Bad BunnyMost Wanted Tour$210,903,805
8ზაკ ბრაიანიThe Quittin Time Tour$199,163,147
9MetallicaM72 World Tour$179,373,637
10MadonnaCelebration Tour$178,816,424