მიმდინარე წლის პირველი ფილმი, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, ზაფხულის კინოგაქირავების ლიდერია. Disney-სა და Pixar-ის ანიმაციური კინოსურათი Inside Out 2 ლიდერობს როგორც საშინაო სალაროებში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. Box Office Mojo-ს მონაცემებით, ფილმის საშინაო შემოსავალმა $650 მილიონს მიაღწია, მსოფლიო მასშტაბით კი $1.6 მილიარდი გამოიმუშავა.
Disney-Pixar-ის 2015 წლის ფილმის სექუელი, მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიან კინოსურათად გამოსვლიდან დაახლოებით 10 დღის პერიოდში იქცა. Inside Out 2-მა წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის წოდება Dune-ის მეორე ნაწილს ჩამოართვა.
ზაფხულის კინოგაქირავების მეორე ყველაზე წარმატებული ფილმი Marvel-ის Deadpool & Wolverine-ია. Box Office Mojo-ს ანგარიშით, Deadpool-ის მესამე ნაწილმა საშინაო სალაროებში $581 მილიონი გამოიმუშავა. ცნობისთვის, Inside Out 2-ის შემდეგ, Marvel-ის კინოსურათი მიმდინარე წლის მეორე ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
საინტერესოა ისიც, რომ Deadpool & Wolverine-ს ეკუთვნის მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერის ტიტულიც. დებიუტის დღეს ფილმმა ბილეთების გაყიდვით გლობალურად $438 მილიონი შეაგროვა.
ზაფხულის კინოგაქირავების ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორისაც ძირითად შემთხვევაში სექუელები ლიდერობდა. მათ შორის იყო Despicable Me 4, Bad Boys: Ride or Die და Twisters-ი.
აქვე გეტყვით, რომ Inside Out 2 ასევე არის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი, $1.45-მილიარდიანი შემოსავლით, რა შედეგითაც მან 2019 წელს გამოსულ Frozen II-ს გადაუსწრო. გარდა ამისა, Disney-სა და Pixar-ის ანიმაციური კინოსურათი, ბოლო მონაცემებით, ყველა დროის მეათე და 2020-იანი წლების მესამე ყველაზე შემოსავლიანი ფილმიცაა.
ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები შიდა გაქირავებაში:
- Inside Out 2 ($646.8 მილიონი)
- Deadpool & Wolverine ($581.1 მილიონი)
- Despicable Me 4 ($349.2 მილიონი)
- Twisters ($249.9 მილიონი)
- Bad Boys: Ride or Die ($193.5 მილიონი)
- A Quiet Place: Day One ($138.9 მილიონი)
- It Ends with Us ($123.8 მილიონი)
- The Garfield Movie ($91.9 მილიონი)
- Alien: Romulus ($76.6 მილიონი)
- Longlegs ($73.6 მილიონი)
ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები გლობალურ გაქირავებაში:
- “Inside Out 2” ($1.65 მილიარდი)
- “Deadpool & Wolverine” ($1.21 მილიარდი)
- “Despicable Me 4” ($887.1 მილიონი)
- “Bad Boys: Ride or Die” ($402 მილიონი)
- “Twisters” ($348.6 მილიონი)
- “A Quiet Place: Day One” ($261.6 მილიონი)
- “It Ends with Us” ($245.6 მილიონი)
- “Alien: Romulus” ($229 მილიონი)
- “The Garfield Movie” ($228.7 მილიონი)
- “Furiosa: A Mad Max Saga” ($172.8 მილიონი)