2025 წლის ექსპორტ-იმპორტი: რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ იანვარ-ივნისში?

2025 წლის ექსპორტ-იმპორტი: რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ იანვარ-ივნისში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, თითქმის 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ანგაირშის თანახმად, მათ შორის ექსპორტმა 3.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 13.7%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი თითქმის 8.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.4%-ით.

შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარი-ივნისში, 5.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.

საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის ექსპორტის ღირებულებამ იანვარი-ივნისში 1.21 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ეს მთელი ექსპორტის 37.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია, 174.6 მილიონი აშშ დოლარით. ამ ჯგუფის წილი მთლიანი ექსპორტის 5.4%-ს უტოლდება. რაც შეეხება მესამე პოზიციას, ის სპირტიან სასმელებს ერგო, რომლის ექსპორტის ღირებულებამ საანგარიშო პერიოდში 123.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მთლიან ექსპორტში სპირტიან სასმელებზე 3.8% მოდის.

წყარო: საქსტატი

ამავე პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ასევე მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტის ღირებულება 1.66 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მთელი იმპორტის 19.1% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, 601.9 მილიონი აშშ დოლარით. მთლიან იმპორტში მისი წილი 6.9%-ს აღწევს. მესამე ადგილზე კი სურათები, ნახატები და
პასტელებია (ხელით შესრულებული), 481.2 მილიონი აშშ დოლარით. ამ ჯგუფის წილი მთლიან იმპორტში 5.5%-ს შეადგენს.

წყარო: საქსტატი