2025 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

2025 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2025 წლის რეიტინგში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები დომინირებენ. Brand Finance-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, სიაში პირველ ოთხ პოზიციას Apple-ი, Microsoft-ი, Google-ი და Amazon-ი იკავებენ.

აღნიშნული კომპანიების ბრენდების ჯამური ღირებულება თითქმის 1.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც სიაში შემდეგი 20 ბრენდის ჯამურ ღირებულებაზე მეტია.

Brand Finance-ი ბრენდის ღირებულებას მარკეტინგული ინვესტიციების, ბრენდის სიძლიერისა და ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე აფასებს. ის 500 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის რეიტინგს გვთავაზობს, ჩვენი სტატიისთვის კი აქედან ტოპ-25 ბრენდი შევარჩიეთ.

რეიტინგში პირველ ადგილს Apple-ი იკავებს 574.5 მილიარდი დოლარით. მის შემდეგ კი მოდის Microsoft-ი (461.1 მილიარდი დოლარი), Google-ი (413.0 მილიარდი დოლარი) და Amazon-ი (356.4 მილიარდი დოლარი). ხუთეულს 137.2 მილიარდი დოლარით Walmart-ი ასრულებს, რაც ტექნოლოგიურ ტიტანების მხარდამხარ საცალო ვაჭრობის გიგანტის მდგრადობაზე მიანიშნებს.

ტოპ-10 ბრენდიდან ექვსი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა ან მათი შვილობილი, მათ შორისაა Apple-ი, Microsoft-ი, Alphabet/Google-ი, Amazon-ი, Meta/Facebook-ი და ახალბედა Nvidia. ამ ფირმების ბრენდების ღირებულება ერთად 2.1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

2025 წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა ტოპ-10-ში Nvidia-ს ნახტომია. მისი ბრენდის ღირებულება 87.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის პოტენციალის ზრდის დამსახურებაა. თითქმის 100%-იანი წლიური ზრდა სწორედ AI-ბუმს, რომელმაც ინვესტორების განწყობა და ბრენდის გარშემო საზოგადოების ცნობიერება შეცვალა.

ჩინურ კომპანიებს შორის დომინანტი ტექნოლოგიური ბრენდი TikTok-ია, რომელიც რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა. TikTok-ის ბრენდის ღირებულება 2025 წელს 20 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტით გაიზარდა, რაც გლობალურ სოციალური მედიის ლანდშაფტზე მის მზარდ გავლენას ასახავს.

2025 წლის 25 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი:
#ბრენდიღირებულება (მლრდ.)ქვეყანა
1Apple$574.5აშშ
2Microsoft$461.1აშშ
3Google$413.0აშშ
4Amazon$356.4აშშ
5Walmart$137.2აშშ
6Samsung Group$110.6სამხრეთი კორეა
7TikTok/Douyin$105.8ჩინეთი
8Facebook$91.5აშშ
9NVIDIA$87.9აშშ
10State Grid Corporation of China$85.6ჩინეთი
11T$85.3გერმანია
12Instagram$79.9აშშ
13ICBC$79.1ჩინეთი
14China Construction Bank$78.4ჩინეთი
15Verizon$72.3აშშ
16Agricultural Bank of China$70.2ჩინეთი
17Home Depot$65.1აშშ
18Toyota$64.7იაპონია
19Bank of China$63.8ჩინეთი
20Moutai$58.4ჩინეთი
21Oracle$57.4აშშ
22UnitedHealthcare$54.2აშშ
23Mercedes-Benz$53.0გერმანია
24AT&T$52.5აშშ
25Allianz Group$49.8გერმანია