ურბანიზაციამ, მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ და ცხოვრების დონის ცვლილებამ ქვეყანაში არსებული წყლის დეფიციტის პრობლემა უფრო გაამწვავა. თურქეთი სხვა სახელმწიფოებს შორის „დეფიციტური წყლის“ ქვეყნად არის კლასიფიცირებული.
მიუხედავად წყლის დეფიციტზე არსებული ფაქტორების გავლენისა, მტკნარი წყლის წყარო ლურჯი ტერიტორიის მხოლოდ 2.4% წარმოადგენს. არსებული 2.4%-დან კი მოხმარებისთვის კიდევ უფრო ნაკლებია ხელმისაწვდომი. პროფესორ ფატმა ჩევიკის ინფორმაციით, ამ წყლების 87% ყინული ან თოვლია, ხოლო 13% თხევადი წყლიდან 95% არის მიწისქვეშა, 3% – ზედაპირული წყალი. დარჩენილ 2%-ს ნიადაგის ტენიანობა შეადგენს. ჩევიკი დასძენს, რომ მთლიანობაში მარტივად მისაწვდომი მტკნარი წყლის რაოდენობა 0,3%-ს უტოლდება.
პროფესორ ფატმა ჩევიკის განცხადებით, 2040 წლისთვის თურქეთი წყლის მაღალი დეფიციტის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდება. WWF-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, თურქეთში წყლის ანაბეჭდის 89% სოფლის მეურნეობაზე მოდის, სოფლის მეურნეობაში კი მცენარეთა წარმოების 80% წყლის ზედაპირზე არსებულ მწვანე აფსკს ეკუთვნის. წყლის ანაბეჭდი ქვეყნის მიერ გამოყენებული წყლის მთლიან მოცულობას ეწოდება.
თურქეთში წყლის ყოველდღიური გამოყენება საკმაოდ მაღალია. შიდა წყლის გამოყენების კვლევის თანახმად, ტუალეტებში, ტანსაცმლის რეცხვისას და შხაპის მიღებისას წყლის დიდი რაოდენობა იხარჯება. აღსანიშნავია, რომ ტუალეტების დასუფთავებისთვის სასმელი წყალი გამოიყენება, მაშინ როდესაც თითოეული წვეთი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
თურქეთში წყლის დეფიციტზე ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება და მართვა აუცილებლობაა და არა არჩევანი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ წყლის რესურსების დასაცავად. წყლის ეკონომიური მოხმარების მიზნით თურქეთში ეტაპობრივი ტარიფები ამოქმედდება. სოციალური ტარიფები კი დაბალშემოსავლიან ჯგუფებზე იქნება მორგებული.