Forbes Georgia | 2026 წლის იანვრის ნომერი

Forbes Georgia | 2026 წლის იანვრის ნომერი

გაიგეთ, რას იხილავთ Forbes Georgia-ს 2026 წლის იანვრის ნომერში:

◾ ყდაზე | რეგიონში პირველი ინტეგრირებული რეზორტი | ავტორი: ანინა ტეფნაძე

ორი 42-სართულიანი კოშკი, 1200-მდე სასტუმრო ნომერი და გლობალური პრემიუმ-ბრენდები ერთ სივრცეში — Orbi Group-ისა და Block Group-ის ერთობლივი პროექტი Central Park Towers-ი თბილისის ურბანულ სივრცეში ახალ მრავალფუნქციურ ფორმატს ამკვიდრებს.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

რეიტინგი

ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიები | რედაქტორი: შოთა დიღმელაშვილი; კვლევის ხელმძღვანელი: ეგნატე შამუგია; დამატებითი რეპორტინგი: კახი ჩაკვეტაძე

ეს კომპანიები და მათი მენეჯმენტი 2023 წელს მაღალი ფინანსური შედეგებითა და უკუგებით გამოირჩეოდნენ. თუმცა უკუგებაზე გავლენას არა მხოლოდ მენეჯერული გადაწყვეტილებები ახდენს, არამედ ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა კომპანიის მასშტაბი, საქმიანობის სფერო, განვითარების ეტაპი და სხვა. ჩვენი მიზანია, სწორედ ამ გარე ფაქტორების გამორიცხვით შევაფასოთ წმინდად მენეჯმენტის გავლენა. წარმოგიდგენთ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 50 კომპანიასა და ხელმძღვანელს.

ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები საქართველოში

2025 წელს ქართულ უნივერსიტეტებში 31,700-მდე აბიტურიენტმა ჩააბარა. საქართველოში 63 უნივერსიტეტია, რომლებიც აბიტურიენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. თუმცა აბიტურიენტების 70%-მდე 10 მიმართულებას (ფართო გაგებით – პროფესია) შორის აკეთებს არჩევანს. ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში გვხვდება არამხოლოდ დღეს პერსპექტიული და მოთხოვნადი, არამედ ისეთი სპეციალობებიც, რომელთა დაუფლების შემდეგ, დღეს საქართველოში დასაქმება რთულია.

წაიკითხეთ სრულად 

◾ საქართველო 2025 წლის რეიტინგებში

Forbes Georgia ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საკითხავი

◾ სრულიად ახალი ჯიმი ფელონი

გვიანი ღამის ტელევიზიის პოპულარობის დაცემის ფონზე, Tonight Show-ს წამყვანი ჯიმი ფელონი ხვალინდელი დღისთვის ემზადება და მის დაუოკებელ სიხარულზე დაფუძნებულ გასართობ იმპერიას აშენებს. შემოდგომაზე მისი ახალი მარკეტინგული საკონკურსო შოუს, On Brand-ის გამოშვებით, ის საქმეს შეუდგება.

◾ ახალი მილიარდერები

South Park-ის თანაბარი შესაძლებლობების წესების დამრღვევებმა ათნიშნა ქონებამდე გზა შეურაცხყოფებით გაიკვალეს. 

სცადეთ გააბრაზოთ South Park-ის შემქმნელები, ტრეი პარკერი და მეტ სტოუნი. და ისინი გაზღვევინებენ – როგორც ფინანსურად, ასევე სატირულად. ამ ზაფხულს, მას შემდეგ, რაც Comedy Central-მა შოუს 27-ე სეზონის პრემიერა იმიტომ გადადო, რომ ქსელის მშობელი კომპანია Paramount-ი პარკერთან და სტოუნთან სტრიმინგის უფლებების მინიჭების საკითხზე რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა – დევიდ ელისონის Skydance Media-ს მიერ Paramount-ის რამდენიმე თვით გაწელილი შეძენის პარალელურად – დუეტმა X-ზე თოფივით გაისროლა: „ეს შერწყმა უვარგისი რამეა, – წერდნენ ისინი, – და ის South Park-ს ძირს უთხრის“.

მოსაზრება

2025-ის პოლიტიკური რეზიუმე: მზარდი რეპრესიები, ფეთქებადსაშიში პროტესტი, საგარეო პოლიტიკური ჩიხი | ავტორი: გიორგი ცხადაია

2025 წელი, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით,  შეგვიძლია მივიჩნიოთ ივანიშვილის მიერ ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის წელიწადად. ეს გამოიხატა როგორც პოლიტიკური ოპონენტების დასჯით, ისე შიდა პარტიული წმენდებით. მსგავსი შიდა გარჩევები ავტორიტარულ რეჟიმებს ხშირად ახასიათებთ. მიზანი ძალაუფლების ვერტიკალის პერიოდული განმტკიცება, შედარებით არალოიალური თანაგუნდელების დასჯა და კლანებს შორის ბალანსის აღდგენაა (თუ რომელიმე შიდა კლანი ძალიან გაძლიერდება, ეს ერთპიროვნული მმართველის ძალაუფლებას შეასუსტებს; ამიტომ ზოგჯერ ავტორიტარი მეთოდურად ცდილობს, რომ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, არაფორმალური დაჯგუფებები ერთმანეთთან დააპირისპიროს).

◾ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრული და საქართველო | ავტორი: აკა ზარქუა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ბევრმა მთელ მსოფლიოში ახალი ამერიკული იზოლაციონიზმის გამოცხადებად წაიკითხა. 

და მართლაც, დოკუმენტის ტექსტი და ენა ამგვარი ინტერპრეტაციის ნოყიერ ნიადაგს იძლევა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია დასავლეთ ნახევარსფეროზე, როგორც აშშ-ის დომინაციის უპირობო სივრცეზე. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, უფრო საყურადღებოა ტექსტის ის ნაწილი, სადაც საუბარია რუსეთთან „ახალი სტრატეგიული ბალანსის აუცილებლობაზე”.

წაიკითხეთ სრულად

რატომ ღირს სურსათი უფრო ძვირი საქართველოში, ვიდრე ევროპაში | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

ბოლო წლებში საქართველოში აქტუალური გახდა ქართულ მაღაზიებში არსებული სურსათის ფასების ევროპულ ფასებთან შედარება. ჯერ მოქალაქეები ადარებდნენ, ბოლოს კი საქართველოს მთავრობამ შეადარა და გადაწყვიტა, სამართალდამცავებმა დაადგინონ, რატომ ღირს საქართველოში სურსათი ძვირი, მაღალ ფასნამატზე მუშაობა და ქსელურ მაღაზიებს შორის ფასებზე შეთანხმება ხომ არ ხდება?

◾ მართლა ვიცნობთ თაობებს, რომელთა შესახებ ასე თავდაჯერებით ვსაუბრობთ? | ავტორი: მარიამ ჯანჯარია

თბილისში ერთ-ერთ პროფესიულ ღონისძიებაზე სპიკერი თავისუფლად იყენებდა ტერმინებს „ქართველი Gen X“ და „ქართველი Gen Y“, ისე, თითქოს ეს თაობები იმავე სოციალური და ეკონომიკური ლოგიკით ჩამოყალიბდნენ, რომლითაც –  დასავლეთში. სწორედ მაშინ გამიჩნდა კითხვა, რამდენად ადეკვატურია ამ ცნებების პირდაპირი გამოყენება ქართულ კონტექსტში?

წაიკითხეთ სრულად 

პარტნიორებისაგან

◾ სწორი გადაწყვეტილება | ავტორი: ანინა ტეფნაძე

Hilton Batumi-ს გენერალურმა მენეჯერმა პატრიკ ნოთერმა მდგრადი სტუმარმასპინძლობის იდეა მისწრაფებიდან რეალობად აქცია: 2025 წელს სასტუმრომ 6 ტონაზე მეტი მყარი ნარჩენი გადაარჩინა ნაგავსაყრელზე მოხვედრას, ორი წლით ადრე კი კონკურენტი სასტუმროები საერთო გარემოსდაცვითი დღის წესრიგის გარშემო გააერთიანა და დაამტკიცა, რომ მდგრადობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ფინანსური კი არა, ემოციურია. ეს მიდგომა თანხვდენილია Hilton-ის 2030 წლის გლობალურ მიზნებთან, თუმცა სტრატეგიის მიღმა მოტივაცია ბევრად ფუნდამენტურია: „უბრალოდ, ასეა სწორი”. 

წაიკითხეთ სრულად

◾ გზაჯვარედინის კაპიტალი | ავტორი: ანინა ტეფნაძე

კარლჰაინც დობნიგი, შვეიცარიაში დაფუძნებული AURAC AG-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მინერალურ სექტორში €250–300 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს. ეს ნაბიჯი ევროპასა და კავკასიას შორის სტრატეგიული ხიდის გადებასა და ქვეყნის ნედლეულის გლობალურ ჰაბად პოზიციონირებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როცა AURAC-ის 89%-იან წილს Rothschild & Co LLC ფლობს და 200 მილიონის ოდენობის კორპორაციული ობლიგაცია მარეგულირებლის განხილვის ეტაპზეა, დობნიგისათვის საქართველო იმ სტრატეგიის ქვაკუთხედია, რომელმაც 2030 წლისათვის €1-მილიარდიანი შემოსავალი უნდა მოიტანოს. 

◾ სამართლის, ღვინისა და არაფორმალური განათლების თანაკვეთაზე | ავტორი: ანტონ კოკაია

გიგი სისვაძე წარმატებული იურისტი, მეღვინე, მოყვარული მხატვარი და რარიტეტული ნივთების, განსაკუთრებით კი წიგნების კოლექციონერია. თითქმის 20-წლიანი იურიდიული საქმიანობის თავზე ის უძღვება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC-, აკადემია „გრანელს“ მართლმსაჯულების განხრით დასივრცესეულს“ – ეთნოგრაფიულ სამუზეუმო სივრცეს საგურამოში, რომლის კარიც ყველასათვის ღიაა

ისტორია

◾ როგორ დაეცა ანტიკურობის უკანასკნელი იმპერია: სასანიანები და ირანის ისლამური დაპყრობა | ავტორი: ნიკა ხოფერია

სასანური ირანი, გვიანანტიკურობის ერთ-ერთი უდიდესი იმპერია და რომის მრავალსაუკუნოვანი მეტოქე აღმოსავლეთში VII საუკუნეში მუსლიმმა არაბებმა დაიპყრეს, რითაც ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. რა პროცესები უძღოდა წინ ამ საკვანძო ისტორიულ მოვლენას, რატომ დაეცა ერთ დროს დიდებული სახელმწიფო და როგორ შეიცვალა ირანის ისტორია მას შემდეგ?

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი