26 ივლისს რადიო ქალაქში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საინჟინრო და სანახაობრივი ღონისძიება – Robo Battle 2025 Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში გაიმართება

26 ივლისს რადიო ქალაქში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საინჟინრო და სანახაობრივი ღონისძიება – Robo Battle 2025 Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში გაიმართება

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია  (GRA) გიწვევთ ერთდღიან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე  Robo Battle 2025, რომელიც Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში 26 ივლისს Radio City | District 4-ში ჩატარდება. 

Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.Robo Battle 2025-ის მიზანია ახალგაზრდების STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში წახალისება. რობოტიკის, პროგრამირებისა და სხვა ტექ მიმართულებების პოპულარიზაცია და პროფესიული უნარების გაღრმავება რეალური პრაქტიკის მეშვეობით.

ღონისძიება ფოკუსიებულია ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, შესაბამისად სხვადსხვა საინტერესო აქტივობა იქნება წარმოდგენილი და 1 დღიანი ტექნოლოგიური, საინჟინრო ფესტივალის სახე ექნება. გარდა შეჯიბრისა, დამთვალიერებლებსა და მონაწილეებს დახვდებათ სხვადასხვა ინტერაქტიული ზონა და აქტივობა.

რა გელოდებათ?

  • საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი  Robo Battle – დისტანციურად მართვადი რობოტების შეჯიბრი სამ წონით კატეგორიაში
  • SUMO რობოტების შეჯიბრება
  • RC მანქანების სივრცე და რბოლა
  • დრონების საგამოფენო და საფრენი სივრცე
  • სპონსორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების სტენდები, ვორკშოპები
  • კვების, გართობისა და დასვენების სივრცე 

ღონისძიებაში მონაწილეობს სკოლების, უნივერსიტეტების, ჰობისტებისა და სტარტაპების მიერ შექმნილი საბრძოლო და SUMO რობოტები, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში შეერკინებიან.  49 SUMO რობოტების გუნდი 2 წონით კატეგორიაში შეერკინება ერთმანეთს სპეციალურ არენაზე. მათი რობოტები ყველა მოქმედებას დამოუკიდებლად, წინასწარ დაწერილი პროგრამული კოდის გამოყენებით შეასრულებენ. რაც შეეხება საბრძოლო რობოტებს, აღნიშნულ კატეგორიაში ჩემპიონატი გაიმართება 3 განსხვავებულ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს 55 გუნდი საკუთარი აწყობილი რობოტით შეერკინება. 

დასწრება და დეტალები

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ღონისძიებას უფასოდ დაესწროს, თავადაც ჩაერთოს ინტერაქციულ აქტივობებში, საბოლოოდ კი იხილოს ღონისძიების კულმინაციური შოუ შეჯიბრებების სახით. დასწრების მსურველთათვის შექმნილია მარტივი სარგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/qhRjxmK3eEWCNAYt7. ღონისძიებას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს.

ღონისძიება სტუმრებს 10:00 საათიდან უმასპინძლებს და დღის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა დახვდებათ ადგილზე. მთავარი შეჯიბრების დროები:

  • 11:00-12:30 საათი – RC CAR შეჯიბრება
  • 11:00-15:00 საათი – SUMO რობოტების შეჯიბრება
  • 15:00-19:00 საათი – ROBO BATTLE – საბრძოლო რობოტების შეჯიბრება
  • 19:00-20:00 საათი- გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოება და დასკვნითი სიტყვები

პარტნიორების შესახებ:

    • ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია კომპანია ვეისთლესი • Wasteless, სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია — ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ეკო-მეგობრული აქტივობებით. ღონისძიებაზე დამწრე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ გამოუსადეგარი ელექტრო მოწყობილობები – წვრილი ან მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ციფრული ტექნიკა ან აქსესუარები და ჩაერთონ ვეისთლესის გათამაშებაში, სადაც თამაშდება ფულადი პრიზი 1000 ლარი.
    • ღონისძიების ფარგლებში RC მანქანების შეჯიბრებისა და სივრცის მხარდამჭერია კომპანია Wissol, რომლის ფარგლებშიც გუნდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ თავიანთი RC მანქანებით რბოლაში.
  • მხარდამჭერები არიან: District 4 • Coca-Cola Bottlers Geoზrgia • Copter Tech DJI • IT Academy Step Georgia • Croco.ge • Smart Academy  •  Saba industrial • Edison Tech solutions • Innotec • Smart Academy • Into Store • Robocode Georgia • Setanta Sports • Smart Digital • Tbilisi Digital School • MBG Safety • ecoflow • Podcast Area
  • Community მხარდამჭერები: CG Georgia / Terminal / Charte.ge /GDG

ადგილმდებარეობა: რადიო ქალაქი | District 4, Barbare, N3, Bairamashvili 0162

თარიღი: 26 ივლისი

დრო: 10:00-20:00

S