28 უდიდესი გლობალური რისკი | გაეროს 2024 წლის ანგარიში

28 უდიდესი გლობალური რისკი | გაეროს 2024 წლის ანგარიში

გლობალური რისკები წლიდან წლამდე სულ უფრო ურთიერთდამოკიდებული ხდება. კლიმატის ცვლილებით დაწყებული, დეზინფორმაციით დასრულებული, გლობალური რისკები მსოფლიო ინსტიტუტებსა და სისტემებს სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური რისკების 2024 წლის ანგარიში 28 გლობალურ რისკს აიდენტიფიცირებს, რაც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გლობალურ მოვლენებზე გავლენას მოახდენს.

კონკრეტული რისკის მნიშვნელობა აერთიანებს რისკის ალბათობასა და მის სიმძიმეს. შესაბამისად, მთავარი რისკების დადგომის ალბათობა ყველაზე მაღალია, ასეთ შემთხვევაში კი მათი გავლენა ყველაზე დამაზიანებელიც გახლავთ. გაეროს გლობალური რისკების ანგარიშში რისკების რეიტინგი 136 ქვეყნის 1,100-ზე მეტი ბენეფიციარის ჩართულობით შემუშავდა, რომლებიც მთავრობის წევრებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აერთიანებს.

გასაკვირი არ არის, რომ, ანგარიშის თანახმად, ორ ყველაზე სავარაუდო და დამაზიანებელ რისკს კლიმატის ცვლილება და ფართომასშტაბიანი დაბინძურება წარმოადგენს. მთლიანობაში გლობალური რისკების რეიტინგის პირველი 10 პოზიციიდან 5 სწორედ გარემოსდაცვით კატეგორიაზე მოდის. ზემოთ აღნიშნულ რისკებთან ერთად მათ შორისაა ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნების შემცირება და ბუნებრივი რესურსების დეფიციტი.

მესამე ყველაზე სავარაუდო და დამაზიანებელ რისკად გაეროს ანგარიში მისინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს. პოლიტიკური კატეგორიის რისკებიდან ათეულში ასევე ხვდება გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ფართომასშტაბიანი ომის რისკები. ათეულში საზოგადოებრივი კატეგორიის ორი რისკი გვხვდება: უთანასწორობის ზრდა და მასობრივი სახალხო მოძრაობები.

გარდა ზემოთ აღნიშნული რისკებისა, გამოკითხული ბენეფიციარები განსაკუთრებული მნიშვნელობისა და პოტენციური უარყოფითი გავლენის რისკად ახალ პანდემიას, კიბერუსაფრთხოების რისკებს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, ხელოვნურ ინტელექტსა და მოწინავე ტექნოლოგიებს, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებსა და კოსმოსურ მოვლენებს ასახელებენ.

უფრო დაწვრილებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური რისკების შეფასების ანგარიშის მიხედვით გამოყოფილი 28 რისკის რეიტინგსა და კატეგორიზაციას ქვემოთ გაეცნობით:

Visual Capitalist
I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.