378-ე კვირა პირველ პოზიციაზე - ჯოკოვიჩი ყველა დროის რეკორდსმენია

378-ე კვირა პირველ პოზიციაზე - ჯოკოვიჩი ყველა დროის რეკორდსმენია

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეკორდი დაამყარა – ის პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მთლიანობაში 378-ე კვირაა, რაც პირველ პოზიციას იკავებს. აქვე გეტყვით, რომ ჯოკოვიჩამდე ეს რეკორდი გერმანელ ჩოგბურთელს, შტეფი გრაფს ეკუთვნოდა, რომელმაც WTA-ის რეიტინგის ლიდერობა მთლიანობაში 377 კვირის განმავლობაში შეძლო.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის რეიტინგში პირველობა იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ დაიბრუნა. შედეგად, სერბი ჩოგბურთელი სიაში ერთბაშად ოთხი პოზიციით დაწინაურდა და პირველი ჩოგნის სტატუსი ესპანელ კარლოს ალკარასს ჩამოართვა. ცნობისთვის, ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგში პირველად 2011 წელს გალიდერდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულია, მიმდინარე წელს უკვე ორი ტიტული მოიგო და საპრიზო თანხის სახით $2 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. მის მიერ კარიერაში მოგებული საპრიზო თანხა საერთო ჯამში თითქმის $167 მილიონს შეადგენს. სერბი ჩოგბურთელებს შორის ამ მაჩვენებლითაც ლიდერია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *