45,000-ლარიანი საპრიზო ფონდი და წარმატებული სეზონი - LOPOTA CUP 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

45,000-ლარიანი საპრიზო ფონდი და წარმატებული სეზონი - LOPOTA CUP 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

15-18 ოქტომბერს, „ლოპოტა სპა რეზორტმა“ ჩოგბურთის ყოველწლიურ სამოყვარულო ტურნირს, LOPOTA CUP 2026-ს უმასპინძლა. წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო სამოყვარულო ტურნირებს შორის ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით – 45 000 ლარი ფინალისტებზე გადანაწილდა.

თამაშები ლოპოტას პროფესიონალურად მოწყობილ კორტებზე გაიმართა ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის. 18 ოქტომბერს გამართული ფინალური შეხვედრებზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ და  საზეიმო ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ:

ერთეულთა თანრიგი (მამაკაცები):

  • I ადგილი – გიორგი მარგველაშვილი
  • II ადგილი – ნიკა შერგელაშვილი

ერთეულთა თანრიგი (ქალები):

  • I ადგილი -მზეკო შარაძენიძე
  • II ადგილი – ია სალუქვაძე

წყვილთა თანრიგი:

  • I ადგილი – ნოდარ ითონიშვილი / ლუკა სახვაძე
  • II ადგილი -ვანო ლოსაბერიძე / თაზო არეშიძე

ტურნირი წლების წინ „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის, გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა. ის ყოველწლიურად 100-ზე მეტ მოყვარულ ჩოგბურთელს აერთიანებს და მიზნად ისახავს ჩოგბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას.

ტურნირის გენერალური სპონსორები: თეთრი კვადრატი, სარაჯიშვილი, Boygar’s.

პარტნიორი: საქართველოს ჩოგბურთის ასოციაცია (GTA).

მხარდამჭერები: Borjomi (ენერგია ბორჯომისგან), აფლელუ პარიზი, Sun Factory TBS, შატო ბუერა.
საინფორმაციო მხარდამჭერები: Forbes Georgia, Marketer.ge, პალიტრა ჰოლდინგი და რუსთავი 2.

S