2012 წლიდან დღემდე, ყოველი წლის ოქტომბრის პირველ კვირას NASA-ს უდიდესი ჰაკათონი — NASA Space Apps Challenge ტარდება, რომელიც მსოფლიოს 300-მდე ქალაქში სხვადასხვა პროფესიის კოსმოსის ენთუზიასტებს უყრის თავს. ჰაკათონი ყოველწლიურად ათობით ათას მონაწილეს მასპინძლობს, რომლებიც გუნდებად ერთიანდებიან და ცდილობენ, დედამიწისა და კოსმოსის უდიდეს გამოწვევებს პრაქტიკული გადაჭრის გზა, სულ რაღაც 48 საათში მოუძებნონ. ჰაკათონის მთავარი მიზანი NASA-ს მიერ ათეულობით წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გამოყენება და განათლების ხელშეწყობაა.
NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024 გაიმართება Startup Büro -სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის (SEU) პარტნიორობით და უმასპინძლებს მონაწილეებს საქართველოს მასშტაბით. მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გახდნენ გლობალური ცვლილებების ნაწილი, შეხვდნენ ინდუსტრიის წამყვან მენტორებს და ესტუმრონ NASA-ს.
საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ ვორკშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
– მონაცემთა მეცნიერება
– რობოტიკა
– სთორითელინგი
– ასტროფოტოგრაფია
თარიღი: 5-6 ოქტომბერი, 2024
ლოკაცია: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, თბილისი
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: Startup Büro და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), Cellfie, loialte , Contractor, GEC Consulting, Planetarium, Celestron, IT Step Academy, ლიკანი, Cavea Plus, Cavea, Allin.