ფოტო: Getty Images
მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 18 მილიონ კვადრატულ მილზე მეტს მოიცავს, რაც დაახლოებით 46.6 მილიონ კვადრატულ კილომეტრს უტოლდება. მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მიხედვით ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია მოსდევს.
ჩინეთი დაახლოებით 5.18 მილიონ კვადრატულ კილომეტრ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს, რაც დანარჩენი ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია, რომ აზიური სახელმწიფოს მოსახლეობის მეხუთედი სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული, ხოლო თავად ჩინეთი დღეს აგრარული პროდუქციის როგორც უმსხვილესი მწარმოებელი, ისე მომხმარებელია.
საინტერესოა, რომ ჩინეთს მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს, ვიდრე გეოგრაფიულად უფრო დიდ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი (დაახლოებით 2.16 მილიონი კვ.კმ) და კანადა (დაახლოებით 570,000 კვ.კმ). ეს ძირითადად მათი ცივი და ტუნდრის ტიპის ტერიტორიებით აიხსნება.
თუმცა კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა გლობალური აგრარული რუკა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ჩრდილოეთის რეგიონები, რომლებიც აქამდე არაპროდუქტიული იყო, მომავალში შეიძლება სოფლის მეურნეობისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს.
ჩინეთთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სფეროს წამყვანი მოთამაშეები ამერიკის შეერთებული შტატები (1.6 მილიონი კვ.კმ), ავსტრალია (1.4 მილიონი კვ.კმ) და ბრაზილია (914,000 კვ.კმ) არიან. თითოეული ქვეყანა სხვადასხვა აგრარულ მიმართულებაში სპეციალიზდება. მაგალითად, აშშ-ში მსოფლიოში სიმინდის უდიდესი მოსავალი მოჰყავთ, ხოლო ბრაზილია – სოიასა და შაქრის ლერწმის მიმართულებითაა ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიამ, მიუხედავად მისი უმეტესად არიდული კლიმატისა, შეძლო ხორბლისა და მარცვლოვანი კულტურების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი გამხდარიყო და კონკურენციას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი (დაახლოებით 1.78 მილიონი კვ.კმ) და უკრაინა (დაახლოებით 414,000 კვ.კმ).
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მიხედვით მსოფლიოს ტოპ-50 ქვეყნიდან თითქმის ნახევარი აფრიკაში მდებარეობს. მათ შორის კი ლიდერობენ: სუდანი (1.13 მილიონი კვ.კმ), სამხრეთი აფრიკა (964,000 კვ.კმ) და ნიგერია (694,000 კვ.კმ).
ტოპ-50 ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობით
| # | ქვეყანა | სასოფლო-სამეურნეო მიწა (კვ. კმ) |
|---|---|---|
| 1 | ჩინეთი | 5,204,150 |
| 2 | აშშ | 4,214,400 |
| 3 | ავსტრალია | 3,632,450 |
| 4 | ბრაზილია | 2,367,600 |
| 5 | რუსეთი | 2,156,020 |
| 6 | ყაზახეთი | 2,142,670 |
| 7 | ინდოეთი | 1,785,710 |
| 8 | საუდის არაბეთი | 1,736,380 |
| 9 | არგენტინა | 1,161,360 |
| 10 | სუდანი | 1,126,650 |
| 11 | მონღოლეთი | 1,074,670 |
| 12 | მექსიკა | 985,460 |
| 13 | სამხრეთი აფრიკა | 963,410 |
| 14 | ნიგერია | 694,000 |
| 15 | კანადა | 568,750 |
| 16 | ინდონეზია | 551,230 |
| 17 | ჩადი | 503,370 |
| 18 | ირანი | 470,680 |
| 19 | ნიგერი | 465,990 |
| 20 | ანგოლა | 460,630 |
| 21 | სომალი | 441,290 |
| 22 | მალი | 432,800 |
| 23 | მოზამბიკი | 415,080 |
| 24 | ალჟირი | 413,400 |
| 25 | უკრაინა | 413,070 |
| 26 | მადაგასკარი | 408,950 |
| 27 | კოლუმბია | 404,830 |
| 28 | მავრიტანია | 397,100 |
| 29 | თურქმენეთი | 395,790 |
| 30 | ტანზანია | 395,220 |
| 31 | ბოლივია | 388,150 |
| 32 | ნამიბია | 388,110 |
| 33 | თურქეთი | 385,880 |
| 34 | ეთიოპია | 384,580 |
| 35 | ავღანეთი | 381,160 |
| 36 | პაკისტანი | 359,950 |
| 37 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 350,960 |
| 38 | მაროკო | 297,880 |
| 39 | კენია | 287,700 |
| 40 | სამხრეთი სუდანი | 283,480 |
| 41 | საფრანგეთი | 282,990 |
| 42 | კოტ-დ’ივუარი | 274,000 |
| 43 | ბოტსვანა | 258,630 |
| 44 | უზბეკეთი | 255,820 |
| 45 | ესპანეთი | 247,730 |
| 46 | პერუ | 243,850 |
| 47 | ზამბია | 238,390 |
| 48 | იემენი | 234,530 |
| 49 | ტაილანდი | 223,760 |
| 50 | ვენესუელა | 214,000 |










