საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტები 3,654,063 მგზავრსა და 17 ათასამდე რეისს მოემსახურა, რაც რეკორდული შედეგია. მაჩვენებლები წლიურ ჭირლში ჯამურად 14%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ცალკეული აეროპორტების შედეგებს:
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი წლის პირველ ნახევარში 2,358,937 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდული შედეგია.
2025 წლის პირველი ნახევარი მგზავრთნაკადის კუთხით რეკორდული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთვისაც აღმოჩნდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი საანგარიშო პერიოდში 833,512 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით 12%-ით მეტია.
დაბოლოს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც 2025 წლის იანვარ-ივნისში ასევე რეკორდული შედეგი დააფიქსირა. კერძოდ, ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450,330 მგზავრსა და 2,121 რეისს მოემსახურა. ცნობისთვის, წლიურ ჭრიშლი მგზავრთნაკადის 35%-იანი და რეისების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება.