საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 1,558,449,000 ლარის მოგება მიიღებს. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან იანვარ-ივნისში ზარალზე 4 ბანკი გავიდა – პეისერა (-0.584 მილიონი), ჰეშბანკი (-5.596 მილიონი), სილქ ბანკი (-11.214 მილიონი) და ვი-თი-ბი ბანკი (-43.101 მილიონი).
მოგების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს ბანკია. მან 2025 წლის ექვს თვეში 788.16 მილიონის მოგება მიიღო. მეორე ადგილს 595.70 მილიონის წმინდა მოგებით თი-ბი-სი ბანკი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ლიბერთი ბანკია, რომელმაც იანვარ-ივნისში 61.74 მილიონის მოგება მიიღო.
საქართველოში მოქმედი 19 კომერციული ბანკის 2025 წლის 6 თვის მოგების/ზარალის მაჩვენებლები ამგვარია:
| # | ბანკი | წმინდა მოგება (₾) |
|---|---|---|
| 1 | საქართველოს ბანკი | 788.16 მილიონი |
| 2 | თი-ბი-სი ბანკი | 595.70 მილიონი |
| 3 | ლიბერთი ბანკი | 61.74 მილიონი |
| 4 | ბაზის ბანკი | 51.32 მილიონი |
| 5 | კრედო ბანკი | 40.96 მილიონი |
| 6 | ქართუ ბანკი | 19.49 მილიონი |
| 7 | პროკრედიტ ბანკი | 15.26 მილიონი |
| 8 | ტერა ბანკი | 14.21 მილიონი |
| 9 | იშ ბანკი | 7.28 მილიონი |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 7.89 მილიონი |
| 11 | ხალიკ ბანკი | 8.23 მილიონი |
| 12 | ზირაათ ბანკი | 2.93 მილიონი |
| 13 | მიკრობანკი ემბისი | 5.17 მილიონი |
| 14 | პაშაბანკი | 0.430 მილიონი |
| 15 | პეივბანკი | 0.112 მილიონი |
| 16 | პეისერა | -0.584 მილიონი |
| 17 | ჰეშბანკი | -5.596 მილიონი |
| 18 | სილქ ბანკი | -11.214 მილიონი |
| 19 | ვი-თი-ბი ბანკი | -43.101 მილიონი |











