მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება წელს $1.4 ტრილიონით შემცირდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება წელს $1.4 ტრილიონით შემცირდა

გლობალური გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, საფონდო ბირჟების დაღმასვლისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირების ფონზე, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება მიმდინარე წლის განმავლობაში თითქმის 1.4 ტრილიონი დოლარით შემცირდა.

უმდიდრესი 500 ადამიანის ქონების შემცირება, ძირითადად, საფონდო ბირჟებზე იმ კომპანიების აქციების ვარდნას უკავშირებს, რომელთაც მილიარდერები ფლობენ, მათ შორისაა: Tesla, Amazon, Meta და Microsoft.

მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ყველაზე ცუდი შედეგით მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის Binance-ის დამფუძნებლისთვის დასრულდა. ჩანგპენგ ჟაოს ქონება ექვს თვეში თითქმის 80 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა მსხვილი კრიპტოაქტივების მკვეთრ გაუფასურებასთან.

მილიარდერები, რომლებმაც მიმდინარე წელს ყველაზე მეტად იზარალეს:

ჩანგპენგ ჟაო
ქონების ცვლილება: -79.3$ მლრდ
სიმდიდრის წყარო: Binance
Net Worth: 16.6$ მლრდ

მარკ ცუკერბერგი
ქონების ცვლილება: -65.9$ მლრდ
სიმდიდრის წყარო: Meta (Facebook)
Net Worth: 59.6$ მლრდ

ილონ მასკი
ქონების ცვლილება: -59.9$ მლრდ
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
Net Worth: 210$ მლრდ

ჯეფ ბეზოსი
ქონების ცვლილება: -59.3$ მლრდ
სიმდიდრის წყარო: Amazon
Net Worth: 133$ მლრდ

ბერნარდ არნო
ქონების ცვლილება: -50.4$ მლრდ
სიმდიდრის წყარო: LVMH
Net Worth: 128$ მლრდ