თურქეთის მთავრობა გემებისა და სატვირთო ხომალდების მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობის საფასურის გაზრდას გეგმავს.
ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლობის განცხადებით, სატარიფო გეგმა 1983 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რაც ამჟამინდელი ინფლაციისა და ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, არარელევანტურია და დაუყოვნებლივ გადახედვას საჭიროებს.
ახალი სატარიფო გეგმის ზუსტი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერაც არ გასაჯაროებულა, თუმცა სამინისტრო ვარაუდობს, რომ მოსაკრებლიდან მიღებული წლიური შემოსავალი 30-40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
როდის ამოქმედდება ახალი გადასახადები, ჯერჯერობით უცნობია.