კროკობეთსა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კროკობეთსა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 იანვარს, კროკობეთსა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კროკობეთი უკვე მრავალი წელია ქართული სპორტის მხარდამჭერია. კომპანია აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის განვითარებაში წვლილის შეტანას.

ამჯერად კროკობეთი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის გენერალური სპონსორი გახდა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ტურნირს „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა“ ეწოდება. ახალ სახელწოდებასთან ერთად ტურნირს ახალი ლოგო და ბრენდირება ექნება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკო ადეიშვილმა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ მოაწერეს.

„კროკობეთი წლებია ქართული სპორტის მხარდამჭერია და ჩვენი განხორციელებული პროექტები ამაზე ნათლად მეტყველებს. დღევანდელი თანამშრომლობაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა.

კროკობეთ მოყვარულთა ლიგასთან დაკავშირებით გეგმები დიდია. გვინდა, რომ აქტიურად ჩავერთოთ ამ ლიგის განვითარებაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო მასობრივი და ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკო ადეიშვილმა.

პარტნიორობის ფარგლებში კროკობეთის სურვილია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მოყვარულთა ლიგას განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

„ისეთ ძლიერ, გამოცდილ პარტნიორთან ურთიერთობა, როგორიც კროკობეთია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოყვარულთა ლიგა უკვე რამდენიმე წელია ტარდება და ყოველთვის გვქონდა სურვილი, გვყოლოდა საიმედო პარტნიორი, რომელთანაც რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებდით და კროკობეთთან ჩვენი თანამშრომლობა ზუსტად ამას მოიცავს“, – თქვა სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ.

კომპანია კროკობეთი სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში გულშემატკივარს არაერთ სიახლეს ჰპირდება.

„სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია უმნიშვნელოვანეს და მასშტაბურ სამოყვარულო ტურნირს აორგანიზებს და დღეიდან ეს ტურნირი შეგიძლიათ მოიხსენიოთ როგორც „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა“. ჩვენი კომპანია არსებობის დღიდან ქართული სპორტის მხარდამჭერია და, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდა სურვილი, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირშიც მიგვეღო მონაწილეობა“, – ამბობს კროკობეთის წარმომადგენელი, გიორგი ბახუტაშვილი.

კომპანია კროკობეთი წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული გუნდისა თუ სპორტსმენის სპონსორი იყო. ტრადიცია გრძელდება, კროკობეთი კვლავაც ქართული სპორტის მხარდამჭერია და უახლოეს მომავალშიც არაერთი სპორტსმენისა თუ გუნდის გვერდში იდგება.

S