Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK საქართველოში იწყებს ოპერირებას

Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK საქართველოში იწყებს ოპერირებას

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას.

Trendyol, Carrefour, Coca-Cola, P&G, TAV, Bosch, Shell, Liberty, DHL, Diageo, Edenred, Migros, INNIO და სხვა – ეს იმ გლობალური წამყვანი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, ვისთანაც INSPARK აქტიურად თანამშრომლობს. კომპანიის პარტნიორთა მსხვილი ქსელის ნაწილია ასევე WWF, Change.org და 60 სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია.

INSPARK-ის გადაწყვეტები Salesforce.com პლატფორმაზეა განთავსებული და დღესდღეობით, მათ აქტიურად იყენებენ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. 1990 წლიდან, INSPARK ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში ოპერირებს და ის ფოკუსირებულია ცოდნის, გამოცდილებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიწოდებაზე.

კომპანიის  პლატფორმიდან მთლიანობაში 300,000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტი იმართება და საკუთარი პროგრამული გადაწყვეტებით, 120 მილიონი ადამიანისთვის შეიქმნა უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება.

Salesforce-ის პროგრამულ გადაწყვეტებს აქტიურად იყენებენ კომპანიები, რომელიც ოპერირებენ: ელექტრონული კომერციის, დაზღვევის, წარმოების, საცალო ვაჭრობის, თამაშების, სამომხმარებლო პროდუქტებისა და ფინანსურ სექტორებში.

INSPARK-ის აღმასრულებელი დირექტორი, სერდარ სუსუზი: „ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ Salesforce Customer 360-ით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო CRM პლატფორმად დასახელდა. ის აერთიანებს ყველა მონაცემს,კომპანიის სხვადასხვა წყაროებიდან. მათ შორის არის: გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, სერვისები, კომერცია და IT გუნდები. შესაბამისად საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, უკეთ გაანალიზონ საკუთარი მომხმარებლების ქცევა, წინასწარ განსაზღვრონ მათი სურვილები და რაც მთავარია უფრო ეფექტურად და სწრაფად უპასუხონ მომხმარებლების საჭიროებებს

ჩვენი ხელშეწყობით, ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას საქართველოში, შეუძლია გააძლიეროს მომხმარებლებთან ურთიერთობა და დანერგოს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მიდგომები. ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია მცირე და საშუალო ბიზნესები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის წინსვლაში. მათთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური, უნიკალური გადაწყვეტა, სახელწოდებით – Quickspark.”

S