ყველაზე შემოსავლიანი ქართული უნივერსიტეტები

ყველაზე შემოსავლიანი ქართული უნივერსიტეტები

ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­ნივერ­სი­ტე­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გაფართოვდა და, შესაბამისად, გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსებაც.

საკონულტაციო ორგანიზაცია Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 2.6 მლრდ ლარი შეადგინა, 2010-22 წლებში კი განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯები გასამმაგდა.

რაც შეეხება უშუალოდ უმაღლესი განათლების სექტორს, 2022 წელს შემოსავალი წლიურად 4.5%-ით, 0.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. სტუდენტების უმეტესობა სახელმწიფო სექტორშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორის წილი და შემოსავალიც მზარდია.

საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სულ 54 ავტორიზებული უნივერსიტეტია რეგისტრირებული. მათი ნაწილი საჯაროა, ნაწილი კი კერძო.

Galt & Taggart-ის თანახმად, 2022 წელს საჯარო სექტორის შემოსავლები წლიურად 4.3%-ით, 489.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ხოლო კერძო სექტორის შემოსავლები 5.1%-ით, 312.1 მილიონ ლარამდე.

უნივერსიტეტის შემოსავლიანობა, სხვა მრავალ ინდიკატორთან ერთად, მის სტატუსსაც განსაზღვრავს და პოტენციური სტუდენტების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ Forbes Georgia ქართული უნივერსიტეტების რეიტინგს მათი შემოსავლების მიხედვით გთავაზობთ.

სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგი 2022 წლის შემოსავლების მიხედვით (მლნ ლარი)

*აღნიშნული უნივერსიტეტების 2022 წლის ბიუჯეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, რეიტინგში მოცემულია 2021 წლის მაჩვენებლები.

კერძო უნივერსიტეტების რეიტინგი 2022 წლის შემოსავლების მიხედვით (მლნ ლარი)

*საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, რეიტინგში მოცემულია 2021 წლის მონაცემები.

შე­ნიშ­ვ­ნა: რე­ი­ტინ­გ­ში არ არის მო­ცე­მუ­ლი იმ უნი­ვერ­სი­ტეტე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი, რო­მელ­თა ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა/­ ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი სა­ჯა­როდ არ არის ხელ­მი­საწვ­დო­მი. რე­ი­ტინ­გ­ში ვერ მოხ­ვ­დ­ნენ ის კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბაც სა­ჯა­როდ არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. ხო­ლო იმ სა­ხელ­მ­წიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­მელ­თა 2022 წლის ბი­უ­ჯე­ტი არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა, მი­თი­თე­ბუ­ლია 2021 წლის შე­სა­ბა­მი­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.