2019 წლის შემდეგ პირველად, ECB-ი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს

2019 წლის შემდეგ პირველად, ECB-ი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს

2019 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს. 2020 წელს კოვიდპანდემიის დაწყების გამო ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებლებთან გასამკლავებლად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების შემდეგ, ECB-ი ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს მიმდინარე კვირაში შეამცირებს. თუმცა ინვესტორებს უჭირთ ივარაუდონ, თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ინფლაციაზე.

ცნობისთვის, მაისში ევროზონაში ინფლაცია მოსალოდნელზე ოდნავ მაღალი, 2.6% იყო. ხელფასების ზრდის მაჩვენებელმა კი 4.7% შეადგინა, რაც მზარდი ტრენდია. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლის მეოთხე კვარტალში 4.5%-ს გაუტოლდა.

ინვესტორები და ეკონომისტები ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არც ივლისში გამორიცხავენ. თუმცა ამ შემთხვევაში ევროკავშირის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან საპროცენტო განაკვეთის ხშირად შემცირებამ შესაძლოა, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ იმავე გადაწყვეტილების პერსპექტივა ჯერჯერობით აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან არ გამოკვეთილა. შესაბამისად, ევროპული და ამერიკული კონტინენტის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მიდგომათა განსხვავებულობამ შესაძლოა, ინვესტორების მოლოდინებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.