ფინანსების მართვა მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. რაც უფრო იზრდება კომპანია, მით უფრო მეტი მონაცემის, მიღებული გადახდებისა და სხვადასხვა ტრანზაქციის დამუშავება სჭირდება. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში კი ამისათვის სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის პრიორიტეტი ტექნოლოგიების განვითარება და გაციფრულებაა, მცირე და საშუალო ბიზნესებს ინოვაციურ პლატფორმას, გადახდების მენეჯერს სთავაზობს. ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალური ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რადგან ის ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო ფუნქციონალს იქნება ეს გადახდების მეთოდების მოთხოვნა, მიღებული ტრანზაქციების მართვა თუ ანალიზი.
ამ სტატიაში ლევან ჯიქია- საქართველოს ბანკის მთავარი კომერციული ოფიცერი, გადახდების მართვის დეპარტამენტში და ელენე ჯოხაძე, გადახდების მართვის თრაიბ ლიდერი, გვიამბობენ, როგორ ყალიბდება საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერი ბიზნესისთვის შეუცვლელ პლატფორმად.
„მოსახერხებელი და პრაქტიკული“ – როგორ ეხმარება გადახდების მენეჯერი ბიზნესებს ყოველდღიურობაში
„გადახდების მენეჯერი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ყველა ბიზნესს ერთ სივრცეში აერთიანებს და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საქართველოს ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში“, – ამბობს ელენე ჯოხაძე.
იგი აღნიშნავს, რომ პლატფორმა მოსახერხებელი და პრაქტიკულია როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის. მრავალფუნქციურობა და მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მიღებული გადახდები და ანალიტიკა დამოუკიდებლად მართონ.
საგულისხმოა, რომ გადახდების მენეჯერი მუდმივად განიცდის ევოლუციას – ახალი ფუნქციონალებითა და გამარტივებული ინტერფეისით, იგი ბიზნეს მომხმარებელთა მოთხოვნებს კიდევ უფრო უკეთ პასუხობს.
„თავდაპირველად, პლატფორმა ფოკუსირებული იყო საბაზისო ონლაინ საბანკო გადახდებზე და ჰქონდა რთული ინტეგრაციის სისტემა. თუმცა, ეტაპობრივად დაემატა მერჩანტად დარეგისტრირების ციფრული პროცესი, გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები, სერვისები და ანალიტიკა. ეს ყველაფერი ერთად ბიზნესებს საშუალებას აძლევს, საჭიროებების მიხედვით, ონლაინ მართონ მიღებული გადახდები. ამას გარდა, ციფრული გადახდების ინტეგრაციის პროცესი გახდა მეტად ინტუიციური. შედეგად, ბიზნესებს შეუძლიათ, გადახდების მეთოდები სწრაფად და მარტივად დაამატონ საკუთარ ვებგვერდზე“, – აღნიშნავს ელენე.
ლევან ჯიქია კი გადახდების მენეჯერის ფუნქციურობას უსვამს ხაზს.
„მეწარმეები, რომლებიც საქართველოს ბანკის გადახდების მეთოდებით სარგებლობენ, საკუთარ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში წარმართავენ. იქნება ეს ვაჭრობა, HORECA სექტორი თუ სხვა. ტრენდებზე, ანალიტიკურ მონაცემებზე თუ ბაზრის ქცევაზე დაკვირვება კი მერჩანტებს აძლევს საშუალებას, ერთი მხრივ, იფიქრონ ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე, მეორე მხრივ კი, არსებულების შენარჩუნებასა და მათი კმაყოფილების ზრდაზე. გადახდების მენეჯერში არსებული ფუნქციონალები სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევს მათ“, – ამბობს ლევანი.
გადახდების მენეჯერი საქართველოს ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში
საქართველოს ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბიზნესს დაეხმაროს წარმატების მიღწევაში, მომხმარებლების მოზიდვაში, შენარჩუნებაში და შემოსავლის ოპტიმიზაციაში. ამ მიზნით კი ერთიან ციფრულ ეკოსისტემას ავითარებს, რომლის მამოძრავებელი ძალა კვლავ ბიზნესისგან მიღებული უკუკავშირია.
„ბიზნესებისგან უკუკავშირს ვიღებთ როგორც CX პროცესის გავლით, ასევე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, როცა მერჩანტ მენეჯერები მათ გამოწვევებზე რეაგირებენ. მათი შენიშვნები, რეკომენდაციები, ასევე მონაწილეობა ფოკუს ჯგუფებში დიდ დახმარებას გვიწევს იმაში, რომ პროდუქტი იყოს მზარდი, მოქნილი და მაქსიმალურად პასუხობდებს ბიზნესის მოთხოვნებს“, – ამბობს ლევან ჯიქია.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც გადახდების მენეჯერს სხვა პლატფორმებისგან გამოარჩევს, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია.
„საქართველოს ბანკი გადახდების მენეჯერის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. პლატფორმაში ავტორიზაცია ხორციელდება SSO-ით და ორმაგი აუტენტიფიკაციით, ხოლო გადახდების დადასტურება ხდება ერთჯერადი კოდის გამოყენებით. ამ მიდგომით ბანკი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებისა და მერჩანტების ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად დაცული, მათი ნებისმიერი ქმედება პლატფორმაზე კი – უსაფრთხო“, – აღნიშნავს ელენე ჯოხაძე.
სამომავლოდ, საქართველოს ბანკი მიზანია, გადახდების მენეჯერმა „ყველაფერი ერთ სივრცეში“ პლატფორმის სახე მიიღოს. ეს იქნება ადგილი, სადაც ბიზნესები ყველა საჭირო ინფორმაციასა და მომსახურებას დისტანციურად, დამოუკიდებლად მიიღებენ.
„როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლატფორმა მუდმივად ვითარდება და ჩვენი მიზანია, ფეხი ავუწყოთ როგორც მომხმარებლების სურვილებს, ისე საერთაშორისო ტრენდებსა და სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური ინსტრუმენტის დამატება იგეგმება“, – ამბობს ელენე ჯოხაძე.
ლევან ჯიქია კი მიიჩნევს, რომ გადახდების მენეჯერი იქნება ე.წ. „ქოლგა“ პლატფორმა საქართველოს ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში გადახდების მიმართულებით და იგი ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდება.
გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ. S