წარმოგიდგენთ ქართულ ავიაბაზარზე ყველაზე მაღალი წილის მქონე ათი უცხოური ავიაკომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით შედგენილ რეიტინგს.
საქართველოს მცირე და ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ქვეყნის ავიაბაზარიც მცირე ზომისაა, მაგრამ შედარებით ღია. მიმდინარე პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე სამოცზე მეტი ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ. მათი აბსოლუტური უმეტესობა უცხოური კომპანიებია და მათ შორისაა რამდენიმე გლობალურად მსხვილი ავიაკომპანია.
საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე დიდი როლი „ვიზ ეარს“ აქვს, რომელიც უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა. ქართულ ბაზარზე მგზავრთა გადაყვანაში „ვიზ ეარის“ წილი 24.5%-ია. ამ კომპანიის შემდეგ, 10.5%-იანი წილით თურქეთის ავიახაზებია, რომელსაც კიდევ ერთი თურქული კომპანია „პეგასუსი“ მოსდევს. მგზავრთა გადაყვანაში მისი წილი 7.1%-ია. საქართველოს ავიაბაზრის მსხვილი მოთამაშეები, შეიძლება ითქვას, ეს სამი კომპანიაა, მაგრამ მათთან ერთად წარმოდგენილია ევროპული უმსხვილესი „ლუფთჰანზა“ და „ეარ ფრანსი“. გარდა ევროპულისა, ქართულ ბაზარზე ოპერირებს კატარის ავიახაზები.
ამდენად, წარმოგიდგენთ ქართულ ავიაბაზარზე ყველაზე მაღალი წილის მქონე ათი უცხოური ავიაკომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით შედგენილ რეიტინგს.
კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული მძიმე ეკონომიკური შედეგები პირველ რიგში ავიაბაზარზე აისახა, რადგან განსაკუთრებით საერთაშორისო მოგზაურობა შეიზღუდა, რომლის მომსახურებას ავიაკომპანიები უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე, რეიტინგი მომზადებულია პოსტპანდემიური პერიოდის მდგომარეობით.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების მგზავრთა გადაყვანის განაწილება
10 უმსხვილესი კომპანიის აქტივები
10 უმსხვილესი კომპანიის შემოსავლები
10 უმსხვილესი კომპანიის მოგება და ზარალი
შენიშვნა
მგზავრთა გადაყვანის მონაცემების წყაროა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. კომპანიების ფინანსური მონაცემები მოპოვებულია მათი აუდიტირებული ანგარიშებიდან. სხვადასხვა ვალუტაში არსებული მაჩვენებლები კონვერტირებულია ფისკალური წლის საშუალო გაცვლითი კურსის მიხედვით.
რეიტინგის მომზადებისას გამოყენებულია საქართველოს ავიაბაზარზე კომპანიების წილი. თუმცა ზოგიერთი ათეულში შემავალი კომპანია გამოკლებულია იმ მიზეზით, რომ მათი ფინანსური ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.