ბრიტანული განათლება საქართველოში

ბრიტანული განათლება საქართველოში

განათლების მსოფლიო ბაზარზე ძალიან ცოტა სისტემა სარგებლობს ისეთი რეპუტაციითა და აღიარებით, როგორც ბრიტანული. 10 საუკუნის ისტორიის მიუხედავად, ტრადიციებისა და ინოვაციების სწორი სინთეზის დამსახურებით, ბრიტანეთის განათლების სისტემა მუდმივად თანამედროვე და სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა. ბრიტანული განათლება ასოცირდება მაღალ ხარისხთან და მიჩნეულია უპირობო ლიდერად განათლების მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ ბრიტანული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები ნებისმიერ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი კადრები არიან.

ბრიტანული სწავლების მოდელის მთავარი პრიორიტეტი სტუდენტებთან ინდივიდუალური მიდგომაა, რადგან თითოეულ მათგანს განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები აქვს. მოწინავე ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლება ხდება მცირე ჯგუფებში, სადაც დაახლოებით 10-12 სტუდენტია. ეს ხელს უწყობს სწავლის პროცესს და მას ხდის ინტერაქციულს და პროდუქტიულს.

ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მენტორობის სისტემა, რომელიც სტუდენტებს ეხმარება აკადემიური საკითხების მოგვარებაში, სტუდენტური სირთულეების გადალახვასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. მენტორი ის ადამიანია, ვინც სტუდენტს ურჩევს კომპანიებს სტაჟირებისთვის, ეხმარება დამატებითი კურსებისა თუ გაცვლითი პროგრამების მოძიებაში, აძლევს რეკომენდაციებსა და მიმართულებებს პროექტებზე მუშაობისას.

სწორედ ამ უპირატესობების შესაქმნელად დაარსდა ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში 2020 წელს, ბუკინგემის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად.

ბუკინგემის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი მოწინავე აკადემიური დაწესებულებაა, ბრიტანულმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა საბაკალავრო პროგრამები – “ბიზნესი და მენეჯმენტი” და “პოლიტიკის მეცნიერება”. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტს აძლევს იმ უნარსა და ცოდნას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გახდეს კონკურენტუნარიანი ადგილობრივ თუ საერთაშორისო შრომით ბაზარზე. ამ პროგრამების დასრულების შემდგომ კი სტუდენტები, ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად, საერთაშორისო აღიარების მქონე ბუკინგემის დიპლომსაც იღებს.

ბრიტანული მოდელის მსგავსად, ბრიტანულ უნივერსიტეტში დანერგილია პატარა სასწავლო ჯგუფების მოდელი, მაქსიმუმ 10-12 სტუდენტი აუდიტორიაში, რაც სწავლის ინტერაქციულ და პროდუქტიულ პროცესს უწყობს ხელს.

ბრიტანულ უნივერსიტეტს, როგორც ბრიტანული მოდელის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებას, აქვს მენტორობის სისტემაც. თითოეულ სტუდენტს ჰყავს მენტორი, რომელიც ეხმარება აკადემიურ საკითხების მოგვარებაში, სტუდენტური სირთულეების გადალახვასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბუკინგემის აკადემიური პერსონალი ჩართულია არა მარტო ბრიტანული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, არამედ სასწავლო პროცესის მართვასა და სტუდენტების საგამოცდო შეფასებაში.

ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები სრულად საქართველოში გაიარონ, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მათ სწავლის გაგრძელება ბუკინგემშიც შეუძლიათ.

სხვადასხვა დროს, ბუკინგემის უნივერსიტეტს, TEF – Teaching Excellence Framework-ის უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული, რომელიც სტუდენტების გამოცდილებასა და უკუკავშირს ეყრდნობა. ბუკინგემის უნივერსიტეტს, 1983 წელს, დედოფალმა ელისაბედ II-მ სამეფო ქარტია მიანიჭა. S