სახელფასო ადმინისტრირება/Payroll სერვისი - გრანთ თორნთონი ჰპასუხობს ბაზრის გამოწვევებს

სახელფასო ადმინისტრირება/Payroll სერვისი - გრანთ თორნთონი ჰპასუხობს ბაზრის გამოწვევებს

სახელფასო ადმინისტრირების სერვისი უკვე დიდი ხანია გრანთ თორნთონის ქსელში ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა. უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანმა საკანონმდებლო და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო აღნიშნული მიმართულების განვითარებას.

ბიზნესგარემოს მზარდი გამოწვევების საპასუხოდ, გრანთ თორნთონ საქართველომ გააძლიერა ფეიროლ მიმართულება და ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების (BPS) დეპარტამენტში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სერვის ლაინი – სახელფასო ადმინისტრირება/Payroll.

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებსაც გააჩნიათ როგორც ადგილობრივი საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობის ღრმა ცოდნა, ასევე მდიდარი საერთაშორისო პრაქტიკა. გუნდის წევრები ფლობენ კომპლექსური სახელფასო სისტემების მართვის მრავალფეროვან გამოცდილებას. Payroll მომსახურება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მონაცემთა უსაფრთხოებას. კომპანია აქტიურად იყენებს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სისტემებსა და მეთოდებს.

დამოუკიდებელი ფეიროლ მიმართულების ფორმირება, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე გუნდისა და განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელების – ნათია ივანიაშვილისა და ნათია მჟავანაძის ლიდერობით, გვაძლევს შესაძლებლობას ბიზნესს შევთავაზოთ ქსელში დაგროვილი გამოცდილება და ადგილობრივი ექსპერტიზა. S