6 ნოემბერს საქართველოს ბანკის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ ციფრულ არხებში შესრულებული ტრანზაქციების შედეგად, სხვადასხვა ფულადი პრიზი მიიღო. მათ შორისაა ლიკა ქურდაძე, ფინანსისტი, რომელიც საკუთარ საქმიანობაზე გვიამბობს.
„ინდ. მეწარმე დაახლოებით ნახევარი წლის წინ გავხდი, როდესაც საჯარო სამსახურიდან წამოვედი და გადავწყვიტე, დამოუკიდებელი საქმიანობა – ე.წ. ფრილანსინგი დამეწყო ფინანსური მიმართულებით. ამჟამად საერთაშორისო კომპანიებს სრულ ფინანსურ მომსახურებას ვუწევ, რაც მოიცავს ფინანსურ ანალიზს, კონსულტაციებს, ანგარიშგებასა და ზოგად სტრატეგიულ მხარდაჭერას“, – ამბობს ლიკა.
ინდ. მეწარმე იხსენებს, რომ მისი პირველი პროექტი ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტს უკავშირდება. დროთა განმავლობაში კი დაინტერესება გაიზარდა და იგი ახლა უკვე რამდენიმე საერთაშორისო კომპანიას სრულმასშტაბიან ფინანსურ მომსახურებას უწევს.
ლიკა, ისევე, როგორც სხვა ინდ მეწარმეები, გათამაშებაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის გამოყენებით ჩაერთო. ამ არხებში შესრულებულ სხვადასხვა აქტივობასა და ტრანზაქციას კი სხვადასხვა ოდენობის ციფრული ბილეთი შეესაბამება. გათამაშების მიზანი კი ინდ. მეწარმეების ტექნოლოგიურად გაძლიერება, მათი საქმიანობის გაციფრულების ხელშეწყობა და დროისა და რესურსების დაზოგვაში მხარდაჭერაა.
„ჩემი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიებთან. ყოველდღიურად მიწევს ტრანზაქციების განხორციელება და ანგარიშების მონიტორინგი. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკმა თითოეული ოპერაციის შესრულება უფრო სწრაფი და მარტივი გახადა. ახლა უფრო ეფექტურად შემიძლია ვმართო ჩემი ფინანსები, ხარჯები, გადავიხადო გადასახადები და განვახორციელო სხვა საჭირო ოპერაციები.
გათამაშების პირველი 50 ბილეთი ლიკა ქურდაძემ სწორედ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობაილბანკში ავტორიზაციის შედეგად დააგროვა და ახლა გათამაშების სხვა მონაწილეებს რჩევასაც უზიარებს:
„გათამაშების მონაწილეებს ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტი ოპერაცია განახორციელონ ბიზნეს ინტერნეტბანკში და, რა თქმა უნდა, სჯეროდეთ, რომ გაიმარჯვებენ. მე პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, უკვე მეორე ეტაპის გათამაშებისთვის ბილეთების დაგროვებაც დავიწყე“, – აღნიშნავს ლიკა.
გათამაშების ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ფინანსისტი ფიქრობს, რომ მოგებულ თანხას საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად და ცოდნის გასაღრმავებლად მიმართავს. ახლა კი მისი, როგორც ფრილანსერის სურვილია, უცხოურ კომპანიებთან ერთად, ქართულ ორგანიზაციებთანაც ითანამშრომლოს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის ფინანსური ბაზრების გასაძლიერებლად მიმართოს.
რაც შეეხება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გათამაშებას, იგი გრძელდება და ნოემბრის ბოლოს მეორე ეტაპის გამარჯვებულებიც გამოვლინდება.
ცნობისთვის, გათამაშების ფარგლებში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ინდ. მეწარმეებმა უნდა დააგროვონ ციფრული ბილეთები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით – გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და სხვა.
გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები და დაელოდეთ მეორე ეტაპის გათამაშებას ან ფინალს. ყოველთვიურ პრიზებთან ერთად, ფინალში, 13 იანვარს, ინდ. მეწარმეებს 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მოგების შანსი ეძლევათ. ფინალში კი სამივე თვეში დაგროვებული ბილეთები მონაწილეობს.
გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.