Moore Abc 1907 წელს ლონდონში დაფუძნებული საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის, Moore Global-ის წევრია, რომელიც მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში 40,000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესებს საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტისა და სხვა მომსახურებებს სთავაზობს. Moore Abc მუდმივად ცდილობს, სერვისები ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს მოარგოს, სწორედ ამიტომ, მან პარტნიორ საკონსულტაციო კომპანია SavvY-სთან ერთად მომსახურებებში Floating CFO-ს მიმართულება დაამატა.
Moore Abc, ტოპ-10-ში შემავალი საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანია, ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ბიზნესების საჭიროებებს აკვირდება და სჯერა, რომ ისეთი სერვისი, როგორიც Floating CFO-ა, კომპანიების ხელმძღვანელებსა და დამფუძნებლებს ფინანსური ინფორმაციის ანალიზსა და დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენას გაუმარტივებს.
Moore Abc-ის გუნდმა Floating CFO-ს სერვისი შეიმუშავა და დანერგა პარტნიორ საკონსულტაციო კომპანია SavvY-სთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ინგლისში რეგისტრირებულ სპეციალიზებულ საკონსულტაციო ფირმას ქართული ბაზრის საინვესტიციო პოტენციალის უნიკალური ცოდნით.
როგორც Moore-ის პარტნიორი თეონა აბდუშელიშვილი აღნიშნავს, ეს სერვისი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ კომპანიებისთვის რომლებსაც ფინანსური დირექტორის სრულ განაკვეთზე დამატება არ სურთ, თუმცა სურვილი აქვთ, პრემიუმ-ხარისხის ფინანსური რგოლი ადეკვატურ ფასად ჰქონდეთ. Floating CFO-ის გუნდის მომსახურება სწორედ ამას ითვალისწინებს.
„Floating CFO საშუალებას იძლევა, კომპანიამ თანამშრომლის აყვანის გარეშე, დროის მოკლე მონაკვეთში დაიქირაოს გამოცდილი CFO, რომელიც კომპანიის წინაშე მდგარი ფინანსური საკითხის ამოცანების გადაწყვეტაში დაეხმარება. კომპანიის წინაშე კი უამრავი ამოცანაა – ფინანსური ანგარიშგების მომზადებიდან დაწყებული მისი კომუნიკაციით ინვესტორებთან და კრედიტორებთან“, – აღნიშნავს თეონა.
თეონა ამატებს, რომ Floating CFO-ში შემავალ კონკრეტულ მომსახურებებში არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური რეპორტინგის სიღრმისეული ანალიზი, რაც ტრენდებისა და კოეფიციენტების ანალიზს მოიცავს და ასევე ბიუჯეტირებას. ეს ბიზნესების მფლობელებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს უფრო დეტალურ სურათს სთავაზობს და მომავალში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უწყობს ხელს.
აქვე, Floating CFO-ს პროდუქტის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მომსახურება ძალიან სასარგებლოა კაპიტალის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რაც წყვეტს ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა ჭარბი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, კონსოლიდაცია და ინვესტიციის აუცილებლობის წარმოჩენა და კომპანიის მხარდაჭერა.
თეონა აცხადებს, რომ Floating CFO-ს მიზანია კომპანიებს მიაწოდოს ექსპერტული ცოდნა, რომელიც მათ ბიზნესის ფინანსების ანალიზში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს, მართონ თავიანთი ფინანსები უფრო ეფექტიანად და ძირითად საქმიანობაზე ფოკუსირდნენ.
Moore Abc უკვე მე-2 წელია, რაც ფლობს ISO 9001-2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემები) სერტიფიკატს ბუღალტრულ მომსახურებასა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რაც ადასტურებს კომპანიის სულისკვეთებას, დამკვეთებს მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. კომპანია ასევე მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
SavvY არის დინამიკური და სპეციალიზებული ბიზნეს საკონსულტაციო ფირმა, რომელიც თითქმის 10 წელია, მომხმარებლებს აწვდის პერსონალიზებულ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რითაც კომპანიებს სარგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
თეონა აბდუშელიშვილის განცხადებით, SavvY წარმოადგენს Moore-ის სტრატეგიულ პარტნიორს: „ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტზე გვიმუშავია წარსულში და დარწმუნებულები ვართ ერთმანეთის კომპეტენციაში, ღირებულებებსა და ხარისხში. Floating CFO-ს მომსახურების ფარგლებში კი ჩვენი კოლაბორაცია უფრო მეტ კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ეს აუცილებელი მომსახურება მიიღოს“.
S