მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. მან რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.
ამასთან ერთად, დვალიშვილმა ბოლო ბრძოლით UFC-ში ახალი რეკორდი დაამყარა. მერაბმა შესრულებული გდებების რაოდენობით ჟორჟ სან-პიერს გადაუსწრო. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 90 გდებაა, დვალიშვილს კი, უმართან შესრულებული შვიდი გდების შემდეგ, 92 დაუგროვდა.
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. მერაბმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მან უმარის წაქცევა პირველმა რაუნდში მოახერხა. მესამე რაუნდში ქართველის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა – დვალიშვილმა სამი თეიქდაუნი შეასრულა. ბოლო რაუნდებიც მერაბის დომინირებით წარიმართა. მეხუთე, დასკვნით რაუნდში დვალიშვილმა ნურმაგომედოვის ნოკდაუნში გადაყვანაც შეძლო და ბრძოლა მისი დიდი უპირატესობით დასრულდა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა 2024 წლის სექტემბერში, UFC 306-ზე მოიპოვა, როდესაც შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარს დაეუფლა.