Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს თბილისში ბინების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 13%-ით მაღალი იყო გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
გასული წლის ბოლო თვეს, დეკემბერში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში. გარეუბანში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში ფასმა 1%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ტრანზაქციებს, 2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,284 ერთეული შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 2%-იან ზრდას გულისხმობს. ამავდროულად, გასულ წელს ბაზრის ზომა 12%-ით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2024 წელს თბილისში ახალ პროექტებში, წლიურ ჭრილში, ტრანზაქციების რაოდენობის 8.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა.