GreenTech ჰაკათონი: სამებაღეო სერვისების გაციფრულება

GreenTech ჰაკათონი: სამებაღეო სერვისების გაციფრულება

სტარტაპ ბიურომ, Japan International Cooperation Agency (JICA) -სთან პარტნიორობით, წარმატებით ჩაატარა GreenTech ჰაკათონი – სამდღიანი კრეატიული, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის ინიციატივა.

ღონისძიება 28 თებერვლიდან 2 მარტამდე გაიმართა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში და ერთ სივრცეში შეკრიბა მონაწილეები, რომლებიც საბებაღეო სერვისების გაციფრულებაზე მუშაობდნენ.

პირველი ორი დღის განმავლობაში, გუნდები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და გამოცდილი მენტორებისგან მიიღეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა:

  • მაია ვერძაძე – მეწარმე, Hill Inn-ის აღმასრულებელი დირექტორი და Axel-ის ანგელოზი ინვესტორი
  • ირაკლი არჯევანიძე – ფინანსური კონსულტანტი, IBCCS
  • ბექა ბაიაშვილი – ბიზნეს კონსულტანტი, GEC Consulting

მათი დახმარებით, მონაწილეებმა თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად აქციეს.

2 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, დემო დღის ფარგლებში, გუნდებმა თავიანთი გადაწყვეტილებები ჟიურის წინაშე წარადგინეს:

  • ლაშა ყურაშვილი – Axel-ის ანგელოზი ინვესტორი
  • მაია ვერძაძე – მეწარმე, Hill Inn-ის აღმასრულებელი დირექტორი, Axel-ის ანგელოზი ინვესტორი
  • ბაჩო ხაჩიძე – მეწარმე, ანგელოზი ინვესტორი, Treepex-ის თანადამფუძნებელი
  • სანდრო გუჯაბიძე – აგროკონსულტანტი, CENN

ჟიურიმ მონაწილეებს ფასეული უკუკავშირი მისცა, გამოავლინა მათ პროექტებში არსებული ძლიერი მხარეები და განვითარების შესაძლებლობები.

GreenTech ჰაკათონმა შექმნა ინოვაციისა და ნეთვორქინგის სივრცე, სადაც მონაწილეები დაუკავშირდნენ ინდუსტრიის ექსპერტებს, ინვესტორებსა და სხვა მეწარმეებს.

სტარტაპ ბიურო მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, მენტორს, ჟიურის წევრსა და პარტნიორს!

GreenTech და ციფრული მებაღეობის მზარდი ინტერესი აჩვენებს, რომ მომავალი ტექნოლოგიური ცვლილებებით სავსეა!