საქართველოში აუდიტორული კომპანიები უხვად არიან წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ 15 მათგანი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის საწარმოს ფინანსური ანგარიშის აუდიტის უფლებამოსილებას. ასეთი კომპანიები, დიდწილად, გარდა აუდიტორული საქმიანობისა, კლიენტებს საკონსულტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებასაც აწვდიან. ეს კი მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
2023 წელს ათი ყველაზე მეტი შემოსავლის მქონე აუდიტორული კომპანიის ამონაგებმა 109.5 მლნ ლარი შეადგინა, სადაც უშუალოდ აუდიტორული საქმიანობიდან შემოსავლები 45.9% იყო. მთლიანი ამონაგების ნახევარზე მეტი სხვა მომსახურებიდან გენერირებული რესურსებია.
Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2023 წელს აუდიტორული კომპანიების მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლების მიხედვით აუდიტორული კომპანიების ათეულს:
1. ბიდიო საქართველო
მთლიანი შემოსავალი – ₾ 21.94 მლნ
2023 წელს კომპანიის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 18.3%-ით გაიზარდა. „ბიდიო საქართველოს“ ამონაგებში აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 28.2%-ია.
2. ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო
მთლიანი შემოსავალი – ₾ 20.12 მლნ
კომპანიის მთლიანი შემოსავლების 66% აუდიტორული საქმიანობიდან არის გენერირებული. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს“ მთლიანი ამონაგები 15.4%-ით არის გაზრდილი.
3. იუაი საქართველო
მთლიანი შემოსავალი – ₾ 17.98 მლნ
2023 წელს „იუაი საქართველოს“ მთლიანი შემოსავლები 6.1%-ით შემცირდა. აუდიტორული კომპანიის ამონაგების 57.8% კი აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია.
4. KPMG Georgia
მთლიანი შემოსავალი – ₾ 13.38 მლნ
KPMG Georgia შემოსავლების 56.9%-ის გენერირებას აუდიტორული საქმიანობიდან ახორციელებს. 2023 წელს კომპანიის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლები 11.6%-ით გაიზარდა.
5. ნექსია ჯორჯია
მთლიანი შემოსავალი – ₾ 12.20 მლნ
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები 20.9%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში აუდიტორული საქმიანობიდან „ნექსია ჯორჯიას“ მიერ მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 19.2% იყო გენერირებული.
6. დელოიტი და ტუში
მთლიანი შემოსავალი – ₾ 7.25 მლნ
„დელოიტი და ტუშის“ მთლიანი შემოსავლების 43.4% აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებია. 2023 წელს კი კომპანიის მთლიანი შემოსავლების დონე 30.3%-ით შემცირდა.
7. არესემ საქართველო
მთლიანი შემოსავალი – ₾ 5.22 მლნ
2023 წელს „არესემ საქართველოს“ მთლიანი შემოსავლები 27%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში კომპანიის მთლიანი ამონაგების 41.6% აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებია.
8. გრანთ თორნთონი
მთლიანი შემოსავალი – ₾ 4.91 მლნ
2023 წელს „გრანთ თორნთონის“ მთლიანი შემოსავლების დონე 19%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების 39.8% აუდიტორული საქმიანობის შედეგებია.
9. ეკოვის ეი-თი-ეი
მთლიანი შემოსავალი – ₾ 4.03 მლნ
„ეკოვის ეი-თი-ეის“ მთლიანი შემოსავლების 57.8% აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული რესურსებია. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, კომპანიის მთლიანი შემოსავლები 7.9%-ით გაიზარდა.
10. მოორ ეიბისი
მთლიანი შემოსავალი – ₾ 2.48 მლნ
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, „მოორ ეიბისის“ შემოსავლები 15.4%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში კომპანიის შემოსავლების 33.6%-იანი წყარო აუდიტორული საქმიანობაა.
მეთოდოლოგია
რეიტინგი მოიცავს 2023 წელის მიღებულ მთლიან შემოსავლებს. რეიტინგი მომზადებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით. რეიტინგის მომზადებაში ჩართულია მხოლოდ ის აუდიტორული კომპანიები, რომლებიც ფლობენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის უფლებამოსილებას.