Henley & Partners-მა, ანალიტიკურ ფირმა New World Wealth-თან პარტნიორობით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში პასუხს სცემს შეკითხვას, თუ რომელ ქალაქებს ირჩევენ მდიდრები საცხოვრებლად.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან მოყოლებული, მდიდარი ქალაქების სიაში კვლავ აშშ დომინირებს, სად მდებარე 11 ქალაქიც ტოპ-50-ში შედის, ოთხი კი ტოპ-ათეულშია, იქ მცხოვრები მილიონერების რაოდენობით. გასული წლის პირველი პოზიცია შეინარჩუნა ნიუ-იორკმა, რომელიც 384,500 მილიონერით ლიდერობს. მათ შორისაა 818 ცენტიმილიონერი და 66 მილიარდერი. ეს 2024 წლის ანგარიშში ასახულ მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს. ახლა ნიუ-იორკში დაახლოებით 35,000-ით მეტი მილიონერი ცხოვრობს. ცნობისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქალაქში მილიონერების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, რაც ასევე შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
ათი წლის წინ მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების სიის სათავიდან ჩამოქვეითების შემდეგ, ტოკიო ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და 2025 წლის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. იაპონიის დედაქალაქში, რომელიც აზიის უმდიდრესი ქალაქია, დაახლოებით 292,300 მილიონერი ცხოვრობს, მათ შორისაა 262 ცენტიმილიონერი და 18 მილიარდერი.
მილიონერების რაოდენობის ყველაზე მკვეთრი კლება ლონდონსა და მოსკოვში აღინიშნა. ტოპ-50-ში ეს ორი გამონაკლისი ქალაქია, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეზიდენტი მილიონერების რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, 12%-ით და 25%-ით. ამის მიუხედავად, ლონდონმა ათეულში პოზიციის შენარჩუნება მაინც შეძლო და მე-6 პოზიციაზეა. იქ საერთო ჯამში 215,700 მილიონერი ცხოვრობს, რომელთა შორის 352 ცენტიმილიონერია, 33 კი – მილიარდერი. რაც შეეხება მოსკოვს, ის მე-40 ადგილზეა 30,000 მილიონერით. მათ შორის 178 ცენტიმილიონერი და 23 მილიარდერია.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქალაქი 2025 წლისთვის
ქალაქი / არეალი | ქვეყანა | მულტიმილიონერები (USD 1 მლნ+) | ცენტიმილიონერები (USD 100 მლნ+) | მილიარდერები (USD 1 მლრდ+) | მილიონერების ზრდა (2014–2024) |
---|---|---|---|---|---|
ნიუ-იორკი | აშშ | 384,500 | 818 | 66 | 45% |
სან-ფრანცისკოს ყურის არეალი | აშშ | 342,400 | 756 | 82 | 98% |
ტოკიო | იაპონია | 292,300 | 262 | 18 | 4% |
სინგაპური | სინგაპური | 242,400 | 333 | 30 | 62% |
ლოს-ანჯელესი | აშშ | 220,600 | 516 | 45 | 35% |
ლონდონი | დიდი ბრიტანეთი | 215,700 | 352 | 33 | -12% |
პარიზი | საფრანგეთი | 160,100 | 277 | 22 | 5% |
ჰონგ-კონგი | ჰონგ-კონგი (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი) | 154,900 | 346 | 40 | 3% |
სიდნეი | ავსტრალია | 152,900 | 224 | 22 | 28% |
ჩიკაგო | აშშ | 127,100 | 295 | 25 | 24% |