190-ზე მეტი ქვეყნიდან 300 მილიონზე მეტი ფასიანი გამომწერით, Netflix-ი მსოფლიოში უდიდესი სტრიმინგ-პლატფორმაა. Visual Capitalist-მა Netflix-ის 10 ყველაზე პოპულარული სერიალის სია შემოგვთავაზა, რომელთა შესადგენად გამოსვლიდან პირველი 91 დღის განმავლობაში გლობალური ნახვების მონაცემებია გამოყენებული.
ჩამონათვალში პირველ ადგილს სამხრეთკორეული Squid Game-ი იკავებს, რომელსაც გამოსვლიდან პირველი 91 დღის განმავლობაში 265 მილიონზე მეტ ნახვა აქვს მოგროვებული. აღსანიშნავია, რომ ათეულში სულ სამი არაინგლისურენოვანი სერიალია.
გასათვალისწინებელია, რომ Squid Game-ის პირველი სეზონის პრემიერა 2021 წლის სექტემბერში შედგა, COVID-19-ის ლოკდაუნის დროს. ამ პერიოდში მედიასა და, კერძოდ, სტრიმინგ-პლატფორმებზე მოთხოვნა მკვეთრად იყო გაზრდილი. თუმცა ძალიან პოპულარული იყო Squid Game-ის მეორე სეზონიც, რომელმაც პირველი 91 დღის განმავლობაში 190 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს Netflix-ის ტოპ-10-ში მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.
Squid Game-ის ორ სეზონთან ერთად, სიაში შესული კიდევ ერთი არაინგლისურენოვანი სერიალია Money Heist, რომელიც ესპანურად არის გადაღებული. Money Heist-ის მეოთხე სეზონს პირველი 91 დღის განმავლობაში 106 მილიონი ნახვა აქვს და, შედეგად, Bridgerton-ის მესამე სეზონთან ერთად, ჩამონათვალში მეცხრე/მეათე ადგილს იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კონტენტზე მოთხოვნა იზრდება, როგორც ხედავთ, Netflix-ის ტოპ-10-ში ინგლისურენოვანი სერიალები კვლავ დომინირებს.
Netflix-ის ტოპ-10 სერიალი ნახვების რაოდენობით:
ადგილი | სერიალი | ნახვები (პირველ 91 დღეში) | ენა |
---|---|---|---|
1 | Squid Game (სეზონი 1) | 265.2 მილიონი | კორეული |
2 | Wednesday (სეზონი 1) | 252.1 მილიონი | ინგლისური |
3 | Squid Game (სეზონი 2) | 192.1 მილიონი | კორეული |
4 | Stranger Things (სეზონი 4) | 140.7 მილიონი | ინგლისური |
5 | Adolescence* | 134.0 მილიონი | ინგლისური |
6 | DAHMER | 115.6 მილიონი | ინგლისური |
7 | Bridgerton (სეზონი 1) | 113.3 მილიონი | ინგლისური |
8 | The Queen’s Gambit | 112.8 მილიონი | ინგლისური |
9 | Bridgerton (სეზონი 3) | 106.0 მილიონი | ინგლისური |
10 | Money Heist (სეზონი 4) | 106.0 მილიონი | ესპანური |
* Adolescence-ის პრემიერა 2025 წლის მარტში შედგა და ის ტოპ-10-ში უახლესი სერიალია. მან სულ რაღაც 60 დღეში 134 მილიონი ნახვა დააგროვა.